რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

„შესაძლოა, ევროსასამართლომ სარჩელის ბოროტად გამოყენებისთვის რუსთავი 2-ის ადვოკატი დასაჯოს“

   ზურაბ თოდუა – სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი:

_ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 03 მარტის გადაწტყვეტილება სრულიად უპრეცედენტოა, რამეთუ, ქონებრივ დავებზე მსგავსი სახის გადაწყვეტილება პატივსაცემ სასამართლოს არ მიუღია მისი არსებობის მანძილზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ცნობს დროებითი ღონიძიების მხოლოდ ორ შემთხვევას: როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს და თუ საქმე შეეხება ექსტრადიციას.
პირველ შემთხვევის გამო, პირადად მქონდა შეხება ამ სასამართლოსთან:

2007 წლის აგვისტოში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მიუსაჯეს 26 წლით პატიმრობა. იგი მძიმე ავადმყოფი იყო. განაჩენის გამოცხადებისთანავე ვაცნობე დაუყოვნებლივ სტრასბურგის სასამართლოს და მოვითხოვე საქმისადმი პრიორიტეტის მინიჭება და დაჩქარებული წესით საჩივრის განხილვა. ასევე, პატიმრისათვის სათანადო (სპეციფიკური დაავადების მატარებელი იყო) ყურადღების ქვეშ მოთავსება (აქ დროებითი ღონისძიების ფორმას ვითხოვდი).
იმდენად, რამდენადაც ფაქტობრივად შვებულებაში ვიყავი, ფოსტიდან სათანადო დასტურის შემდეგ, რომ სასასმართლოს ჩაბარდა ჩემი გზავნილი, გავემგზავრე ბათუმში, ოჯახით. მეორე დღესვე საქართველოს მთავარი პროკურატურიდან დამიკავშირდა პროკურორი და მთხოვა, დაუყოვნებლივ გამოვცხადებულიყავი მასთან. როდესაც ჩემი ადგილსამყოფელისა და შვებულების შესახებ შეიტყო, შემომთავაზა ავტომანქანით მომსხურება. ცხადია, ვიკითხე, რომელმა საქმემ წარმოიშვა ასეთი მყისიერება? პასუხი მეტად სასიამოვნო მივიღე – საქმე 26 წლიანი პატიმრობამისჯილ მძიმე ავადმყოფ პატიმარს ეხებაო. მეორე დილას, 10 საათზე მთავარ პროკურატურაში ვიყავი. შემომთავაზეს სტრასბურგიდან საჩივარის გამოთხოვა, პატიმართან საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ. ამაზე უკეთეს ინფორმაციას პატიმარს იმ პერიოდში ვერავინ აცნობებდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სირბილით გადავედი ციხის საავადმყოფოში. ერთ საათში ხელში მეჭირა საავადმყოფოს დირექციის ბეჭდით დადასტურებული პატიმრის ორი განცხადება _ ერთი სტრასბურგიდან საჩივრის გამოთხოვაზე და მეორე, საპროცესო შეთანხმებაზე…

იმავე დღეს, საღამოს 17 საათისთვის სასამართლო სხდომის დარბაზიდან პატიმარი ჩამაბარეს, მე კი კვლავ წავედი დასასვენებლად.
ე.ი. სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესისა და დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად, საჩივრის ჩასვლისთანავე სქართველოს სახელმწიფომ სრულიად გამორიცხა საჩივრის განხილვის პერსპექტივები ჩვენი მიმართვის შედეგად, სანაცვლოდ კი, განმცხადებელს საკმაოდ მსუქანი ლუკმა შესთავაზა.
ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ პატივსაცები სასამართლო პრაქტიკა ამ ღონიძიების გამოყენებისას საკმაოდ იშვიათია და უმკაცრესი.
რუსთავი 2-ის საჩივრის შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებულ მეტად მწირ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია გამოვთქვა მოსაზრება თუ რატომ გამოიყენა სასამართლომ ეს უიშვიათესი ღონისძიება და დაამკვიდრა მესამე პრაქტიკა – დროებითი ღონიძიების გამოყენება ქონებრივი დავების საქმეებზე.
მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, სანაქებო სიტყვებს იმსახურებს საჩივრის ავტორი, რამეთუ მას მოუხერხებია საჩივრის განმხილველი მორიგე მოსამართლე (არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ტერმინს, რამეთუ, საქმეში ჩახედულთათვის ამ რანგში სექციის ვიცე-პრეზიდენტი მოსამართლე მოიაზრება) დაერწმუნებინა იმაში, რომ დროებითი ღონიძიებების გამოუყენებლობა გამოიწვევდა შეუქცევად შედეგებს ქვეყანაში (აქ შესაძლოა განმარტებული იყოს სისხლისღვრაც, ქაოსიც, ბარიკადებიც, რბევაც, ადამიანის უფლებების მასიური შელახვის ფაქტები და სხვა).
საინტერესოა, რომ საჩივრის გაგზავნის დღე იყო ევროპელთათვის კვირის ბოლო. სასამართლო ვერ შეიკრიბებოდა უახლოეს ორშაბათამდე, ანუ 6 მარტამდე. თუ მორიგე მოსამართლე არ მიიღებდა სათანადო ზომებს სისხლისღვრის შესაჩერებლად და მართლაც ექნებოდა ადგილი მსგავს რამეს (არ გამოვრიცხავ, ეს სცენარიც ყოფილიყო დამუშავებული სათანადო სპეციალისტების მიერ, ბლომად რომ არიან შეჯგუფებულნი „თავისუფალი სიტყვის” უკან), წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ევროპულ სასამართლოში?
ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გარემოების გამო გადადგა პატივსაცემი სასამართლოს მორიგე მოსამართლემ ეს ნაბიჯი.
კონვენციის მიხედვით, როგორ უნდა განვითარდეს შემდგომი მოვლენები:
8 მარტამდე (ანუ შეჩერებამდე) საქართველოს სახელმწიფომ უნდა წარადგინოს განმცხადებლის მიერ წარდგენილი არგუმენტების მიმართ მისი დამოკიდებულებები მოსალოდნელი სისხლისღვრის, ნეგატიური მოვლენების, ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევევბის შესახებ.
მხარეთა მტკიცებულებებს განიხილავს პატისაცემი სასამართლოს სათანადო კოლეგია. კოლეგიამ შესაძლოა გააგრძელოს დროებითი ღონიძიების ვადაც (რამდენიმე დღით). ეს დამოკიდებულია იმ მტკიცებულებების ხარისხზე და დამაჯერებლობაზე, რაც საქართველოს მხარემ უნდა წარადგინოს.
გადაწყვეტილება იქნება ორი სახის – საჩივარი მიღებულ იქნება წარმოებაში ან გაუქმდება დროებითი ღონიძიება და უარი ეთქმება განმცხადებელს საჩივრის დასაშვებობაზე.
 ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ასევე გულისხმობს მეტად საშიშ პრეცედენტსაც თვით განმცხადებლის მიმართ. კერძოდ, კონვენციის 35.3 ”ა” მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებას (იგულისხმება პირის ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის უფლების ფარგლებში ისეთი არგუმენტების დასახელება და მასზე რეაგირების მოთხოვნა სასამართლოსაგან, რაც არარეალურია, მოგონილია, ან კიდევ სხვა მიზნებს ემსახურება).
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ეს მუხლი გამოყენებული აქვს ერთადერთხელ (სამწუხაროდ, საქართველოს ადვოკატის მიმართ).
არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, რუსთავი 2-ის ადვოკატის მიერ დასახელებული არგუმენტების სრულად გაბათილების შემთხვევაში, პატივსაცემმა სასამართლომ ეს მუხლი მეორედ გამოიყენოს, ამჟამად რუსთავი 2-ის ადვოკატის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close