რედაქტორის გვერდისაზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: NDI ისევ არ იშლის თავისას

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

– NDI ისევ არ იშლის თავისას და კვლავ აგრძელებს უსინდისობის რეიტინგების გამოქვეყნებას. ეს ორგანიზაცია კრიმინალურ კავშირშია რუს ოლიგარქ ივანიშვილთან, ამ ორგანიზაციამ გაუთეთრა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, ამ ორგანიზაციამ გაუწია ლობირება და ეს ორგანიზაცია აგრძელებს დღეს კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერას.

აღნიშნული კვლევებიც, მისი ე.წ. შედეგებიც სწორედ ამის ნიშანია. სამწუხაროა, რომ NDI პირველ რიგში ღალატობს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს, როდესაც გვერდში უდგას და ათეთრებს რუსი კრიმინალი-ოლიგარქის შავ საქმიანობას. ჩვენ იძულებული ვხდებით, კონგრესში დავსვათ საკითხი, რომ NDI-ის საქართველოს მიმართულებაზე, ასევე დაიწყოს კვლევა-ძიება იმ საერთო ფორმატში, რომელიც ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარეობს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close