საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: კავკასიას მართავს ორი მაფიოზის ოჯახი

,,პოლიტიკურად დევნილი ჟურნალისტის გატაცება, რაც განხორციელდა თბილისის ცენტრში, წარმოადგენს ადამიანობისა და ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს მეკობრული აქტი დაგეგმეს ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ-კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სტრუქტრუების გამოყენებით. აღნიშნულის გამო საფრთხის წინაშე დადგა საქართველოს ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ნორმალური განხორციელება, ინვესტიციების შემოდინება, ეკონომიკის მდგრადობა, ეროვნული ვალუტის სიმყარე.

მე მაქვს თხოვნა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, ევროპის კავშირთან აღნიშნულის გამო დასაჯონ არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ ქვეყნის კრიმინალი, დე-ფაქტო მმართველი ივანიშვილი, რომლის კრიმინალური მილიარდები ქაციებისა და საბანკო ანგარიშების სახით განფენილია მთელი ევროპის ტერიტორიაზე და რომელმაც საკუთარ ბიზნესს, საკუთარ მილიარდებს ამჯერადაც გადააყოლა ქვეყნის, თითოეული მოქალაქის, ოჯახის ინტერესები, მათი მომავალი, ბედნიერება და იმედები.

კავკასიას დღეს მართავს ორი მაფიოზური ოჯახი – ალიევის და ივანიშვილის და საერთოდ მსოფილოს მართავს ის, ვინ ფლობს ენერგორესურსებს, ნავთობსა და გაზს” _ განაცხადა პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close