რედაქტორის გვერდისაზოგადოება

შალვა ნათელაშვილი კავკასიონზე საოკუპაციო გადამცემი ხაზის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

,,კალაძე-ივანიშვილის მილიარდიან ენერგო-ბიზნეს ინტერესებს ეწირება თერგ-არაგვის ხეობა და ბაზალეთის საკურორტო ზონა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გამოიწვევს ამ უნიკალური საკაცობრიო რეგიონის დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ და ისტორიულ კატასტროფას. კატეგორიულად მოვითხოვთ, მაღალი ძაბვის საოკუპაციო გადამცემი ხაზის მშენებლობის შეჩერებას კავკასიონზე.

მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, მოავლინოს საგანგებო საერთაშორისო კომისია რეგიონში ეკოლოგიური გენოციდის აღსაკვეთად. ასევე მოვითხოვთ, ფასანაურში აქციაზე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close