საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, სტრატეგიულ ცენტრებში, ინსტიტუტებში, რომლებიც მუშაობენ საქართველოსა და ევრაზიის მიმართულებით.

,,ვიზიტი ემთხვევა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდს, როდესაც მმართველი ხროვა ახორციელებს ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას კონსტიტუციის სახელით. დღეს, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული თანადგომა, მხარდაჭერა. შესაბამისად, ის 150 დეპუტატი, რომელიც დავალებით ახორციელებს სახელმწიფო გადატრიალებას, არ გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან და მათ მიმართ განხორციელდება ისეთივე სანქციები, როგორიც ემუქრება მათ ხელმძღვანელსა და დავალებების მიმცემს.

მე ვაპირებ ამ საკითხის დაყენებას, ამათი ფეხი არა მარტო საქართველოს პოლიტიკაში არ უნდა იყოს, არამედ, უცხოეთში, სადაც მოპარული მილიონები აქვთ გადამალული ვერ უნდა ჩავიდნენ” _ განუცხადა აეროპორტში euronews.ge -ს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close