რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ყოფილი მოჭიდავე ზვიადაური, ამჯერად, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დასაქმდა

მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან”, ზვიად ზვიადაურმა, როგორც ჩანს, ის პროფესია დაივიწყა, რომლითაც საზოგადოებამ გაიცნო. სპორტული ცხოვრებიდან პირდაპირ ჯერ პოლიტიკოსობას წაეპოტინა და საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა „ქართული ოცნების“ სიით, ახლა კი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში  დასაქმდა. როგორც ამ კომპანიაში აცხადებენ, ზვიად ზვიადაური იქ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტი იქნება. ყოფილი მოჭიდავის პარლამენტში მოღვაწეობის მანძილზე უცნობია, რომელ კანონროექტებზე მუშაობაში იღებდა ის მონაწილეობას ან რა ფორმით. იმედია, საზოგადოება ახლა მაინც გაარკვევს, რას გააკეთებს რეალურად, ამ კომპანიაში ზვიადაური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close