საზოგადოება

,,ყოველივე მომცა სანდრო ბრეგაძემ, წინასწარ, რადგან იცოდა, რომ მარშელების დაკავება მოსალოდნელი იყო”

,,ქართული მარში”-ს ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ფეისბუქგვერდზე, რამდენიმე საათის წინ, ასეთი ჩანაწერი გაჩნდა:

,,არავინ წასულა გაბუნიას სანახავად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კაციშვილმა არ იცოდა გაბუნია სად იყო. სახლში, თბილისში, ბათუმში, ვაკეში თუ გლდანში. ყოველშემთხვევაში, შუადღეზე რუსთავი-2-ში არავინ ელოდა ღამის გადაცემის წამყვანს. როგორ იჭერენ უდანაშაულო ხალხს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნაცების მიერ. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ეს იყო პროვოკაცია.

წინა დღით ყველამ მოვისმინეთ გაბუნიას შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენა უფალს იესოს. მეორე დღეს შუადღეზე როდესაც მივედით ოფისში, ყველა აღშფოთებული იყო, რეკავდა უამრავი ადამიანი. ქართულ მარშს არ ყავს არც თავმჯდომარე და არც სხვა თანამდებობის პირი, ყველანი ვართ ერთ საფეხურზე, ამიტომ ყოველგვარი თათბირის გარეშე ოფისში წარმოიშვა აზრი, რომ ახალგაზრდებს დაეფიქსირებინათ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტი გაბუნიას განცხადების გამო, წარმოიშვა აზრები რომ გაკეთებულიყო განცხადება, მიმართვა ტელევიზიით. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ საღამოს აღელვებული ხალხი აპირებდა შეკრებას რუსთავი-2-ის ოფისთან. დელეგაცია წავიდა რუსთავი-2-ში, რათა მოეთხოვა აუდიენცია არხის ხელმძღვანელობასთან _ ნიკა გვარამიასთან, ლაფერაშვილთან თუ ექნებოდა სურვილი თავად გაბუნიაც დასწრებოდა ამ შეხვედრას. წასვლის და შეხვედრის ერთადერთი მიზანი იყო, რომ რუსთვი-2 ან თავად გაბუნიას ან გბარამიას განემუხტა სიტუაცია და ქრისტინებისთვის მოეხადა ბოდიში შეცდომის გამო (რაც მოგვიანებით გააკეთა არხის ხელმძღვანელმა) წასვლამდე ყველა შეთანხმდა, რომ შესაძლოა მომხდარიყო პროვოკაცია, არ დაესხათ მტრის წისქვილზე წყალი და ყველაფერი მომხდარიყო ცივილიზებულად,მხოლოდ საშვების დაშვების შემთხვევაში ასულიყვნენ შეხვედრაზე და მხოლოდ არხის ხელმძღვანელობის სურვილის შემთხვევაში მომხდარიყო შეხვედრა. ანუ მიზანი იყო მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებულიყო საკითხი და საღამოსთვის არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია. ამიტომ არცერთ იმ ადამიანს, ვინც იქ იყო არც ლადოს არც გიორგის არც მიხეილს და არც სხვებს არ ქონდათ განძრახვა, რომ მომხდარიყო საქმეების რჩევა. არავინ იცოდა წინასწარ, რომ გაბუნია გამოვიდოდა და შეეყრებოდა ხალხს. გაბუნიასთან პირისპირ შეხვედრას არ ელოდა არავინ. ყველასთვის მოულოდნელად პროვოკაციულად გაბუნია გამოვიდა ხალხში თავის იურისტთან ერთად. ვინმეს რომ ქონოდა განძრახვა გაბუნიას ფიზიკურად შეხებოდა, ხომ ადვილად შეძლებდა ან შუშის ჩამსხვრევას ან კარის გაღებას ??? არავის უქნია ეს, რადგან ეს არ იყო ხალხის განზრახვა.

 ყოველივედან ნათლად ჩანს, რომ საქმე არის შეკერილი თავიდან ბოლომდე და ემსახურება ქართული მარშის განადგურებას.

 ყოველივე მომცა სანდრო ბრეგაძემ წინასწარ, რადგან იცოდა რომ მარშელების დაკავება მოსალოდნელი იყო. ამჟამად სანდრო ძალიან ცუდადაა და მთხოვა, ეს ტექსტი მის გვერდძე გამომექვეყნებინა, რადგან მას წერა არ შეუძლია. ყველაფერ ამას დაადასტურებს უამრავი მოწმე.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close