კატეგორიის გარეშერედაქტორის გვერდისაზოგადოება

ყველაფრის შეცვლა შეიძლება… – ,,აუდიტორია 115″-ის წევრის სკანდალური ინტერვიუ

   ,,უმუშევრობა, მშრომელთა უფლებების იგნორირება, უკონტროლო საბანკო სისტემა და მთავრობის უმოქმედობა” – ამ საკითხებზე 1 მაისს აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ,,115 აუდიტორია”-მაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ ,,აუდიტორია 115″ დაარსდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და მისი მიზანი იყო, სტუდენტების თანასწორობა. 
  რადგან ,,აუდიტორია 115″ კვლავ აქტიურია და საზოგადოების მთავარ გამოწვევებშიც იღებს მონაწილეობას, გადავწყვიტეთ, გამოვაქვეყნოთ  შემონახული, ძალიან საინტერესო ინტერვიუ მის ერთ-ერთ წევრთან.
   მარიამ ბაღდავაძე, ,,აუციდორია 115″-ის წევრი:
   _ მედიაში ხშირად ვრცელდება აზრი, რომ ,,აუდიტორია 115″ პოლიტიზირებულია და მათი მთავარი მიზანი არის ,,ქართული ოცნების” რეპუტაციის შელახვა. ალექსანდრე ჯეჯელავამაც გამოაცხადა, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა. მინდა მას ვუპასუხო: ,,აუდიტორია 115″-ს არასდროს შეეშინდება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შინააღმდეგ იბრძოლოს, თუ ის არასწორ ნაბიჯებს დგამს. პრობლემები რომელის წინაშეც ამჟამად ვდგავართ, ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს წარმოიქმნა. თუ ,,ქართული ოცნება” არ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ვაჩვენოთ სწორი გზა.
     _ პოლიტიკური პარტიები ცდილობდნენ თქვენს გამოყენებას?  
    _  დიახ, პარტიები ცდილობდნენ გამოეყენებინათ ,,აუდიტორია 115″ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. გვთავაზობდნენ ფულს საკვებისთვის და ა.შ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ პარტიულები, თუმცა აპოლიტიკურები ვერ ვიქნებით.
      _ მოუყევით საზოგადოებას, როგორ დაარსდა ,,აუდიტორია 115″?
     _ 2016 წლის თებერვალში აღმოვაჩინეთ საბუთები, რომელშიც მითითებული იყო, რომ თვითმმართველობამ დახარჯა 24 600 ლარი ბაკურიანში, ორდღიან ტრენინგზე. აქედან დაიწყო პირველი ტალღა. შემდეგ კანცლერის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ გიორგი გაფრინდაშვილი და ყველა კანდიდატი მოიხსნა. 7 მარტს ჩავატარეთ პირველი აქცია და ჩვენ მოვითხოვეთ გაფრინდაშვილის მოხსნა, რაც არ გააკეთეს. ამის შემდეგ დავიკავეთ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორია, სადაც წამოვაყენეთ ჩვენი პირობები: გარე რეფერირება, სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის შეცვლა, უნივერსიტეტის ავტონომია, განათლების ხარისხის გაზრდა რეფორმებით. არც ერთი პირობა არ შეასრულეს.
  ჩვენ არ ვებრძვით თვითმმართველობას, ჩვენ ვებრძვით მახინჯ სისტევას, ფულის გაფანტვას და ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის აღვირახსნილობას. ევროპისკენ თუ მივდივართ, მივაქციოთ ყურადღება, რომ იქ მთავარი არის განათლების ხარისხი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი იკავებს პირველ ადგილს კავკასიაში, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე არ უნდა გავჩერდეთ.
    _ არ გიფიქრიათ, რომ ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს?
   _ ჩვენ არ გვაქვს შიში არცერთი მონსტრის წინააღმდეგ რომ წავიდეთ. ეს მონსტრი შეიძლება აღმოჩნდეს მთავრობა, ან რომელიმე დამსაქმებელი, რომელიც არ ასრულებს შრომითი ხელშეკრულების პირობებს… პესიმისტურად განწყობილები არ ვართ და ვფიქრობთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება.
მარუსია ჟღენტი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close