მსოფლიო

ყველაზე ლამაზი მეტროსადგურები მსოფლიოში

მეტრო „უნივერსიტეტში“ ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია, დაახლოებით 3 კვირაში კი ახალ გვირაბში პირველი სატესტო მატარებელიც გაივლის. „საზოგადოებრივის” მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ, სოციალურ ქსელებში სადგურის განსხვავებულ ინტერიერზე არაერთგვაროვანი შეფასებები გავრცელდა. მოქალაქეთა ნაწილმა ის აბაზანას, ზოგმა კი საცურაო აუზს შეადარა. საზოგადოების მეორე ნაწილი კმაყოფილია და ამბობს, რომ ახალი სადგური სხვა 22 სადგურისგან განსხვავებით თანამედროვე და ნათელია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინჟინერი, რამაზ დალაქიშვილი აცხადებს, რომ მოპირკეთებითი სამუშაოები დასრულებულია.

„საზოგადოებრივი“ გთავაზობთ ფოტოებს მსოფლიოს იმ მეტროსადგურებიდან, რომელიც ტურისტულ მარშრუტებში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია. გამორჩეულებს შორისაა მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და ბუდაპეშტის მეტროსადგურებიც.

1. სადგური „ტოლედო“, ნეაპოლი, იტალია.

 

2. „კიევსკაია“ და „მაიაკოვსკაია“, მოსკოვი, რუსეთი

3. სადგური „როდჰუსეტი“, სტოკჰოლმი, შვედეთი

4. სადგური „ავტოვო“, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი

5. სადგური „სენტ-გელერტ-ტერი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი

6. ბუნდის საექსკურსიო გვირაბი, შანხაი, ჩინეთი

7. სადგური „უნივერსიტეტი“, ნეაპოლი, იტალია

8. სადგური „არ-ე-მეტიე“, პარიზი, საფრანგეთი

9. სადგური „ფორმოზა-ბულვარი“, გაოსიუნი, ტაივანი

10. სადგური „კუნგსტრედგარენი“, სტოკჰოლმი, შვედეთი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close