ყვავილების ენა _ ყვითელი ვარდი ეჭვიანობის ნიშანია …

ყვავილებს საკუთარი ენა აქვთ, რადგან მათ, ადამიანებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს. ზოგი სიყვარულზე მიანიშნებს, ზოგი – წყენასა და ეგოიზმზე. ახლა კი წაიკითხეთ, რომელი ყვავილი რას გვამცნობს და მათი ჩუქების დროს გაითვალისწინეთ.
მაგნოლია _ დიდსულოვნება;
ყაყაჩო – სიამოვნება;
მიმოზა – სიმორცხვე;
ნარცისი – ორმხრივი სიყვარული, ლტოლვა, ასევე შეიძლება ეგოიზმსაც ნიშნავდეს;
ბაბუაწვერა – ბედნიერება, ერთგულება;
ორქიდია – სილამაზე, დახვეწილობა, ჩინეთში ეს ყვავილი მრავალშვილიანობის სიმბოლოა;
იორდასალამი – წყენა;
ენძელა- უკეთესი მომავლის იმედი;
წითელი ვარდი – ჭეშმარიტი სიყვარული;
თეთრი ვარდი – უბიწოება, სისუფთავე,იდუმალება;
ყვითელი ვარდი – ეჭვიანობა, განელებული სიყვარული;
ველური ვარდი – პოეტურობა;
იასამანი – სილამაზე, სინატიფე;
ტიტა (ყვითელი) – ლამაზი თვალები;
ტიტა (ჭრელი) – ღიმილი, გასხივოსნება;
ია – სიმორცხვე, ერთგულება, იმედი;
ქრიზანთემა – სიცოცხლისმოყვარეობა და სიმშვიდე;