პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერების განხილვამ ტელეარხ „იბერიაში“, გადაცემა „პრიოპროტეტებში“ გადაინაცვა. გადაცემას ჰყავდა 4 სტუმარი, აქედან ორი ჟურნალისტი. რაც მთავარია, სტუდიაში ჩართეს როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატი, ასევე საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი, ირაკლი მამალაძე, რომელმაც უკვე გავრცელებულ, ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. ასევე ისაუბრა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ადვოკატმა – ირმა ჭკადუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვინც მოისმენს პატრიარქის საკვირაო ქადაგებას, მისთვის  ყველაფერი ცხადი გახდება.

სტუდიიდან, ერთ-ერთი სტუმრის კითხვებმა საქმის მთავარი მოწმე გააღიზიანა. მან განაცხადა, რომ ზოგიერთისთვის თუ არაფერს ნიშნავს ადამიანის მკვლელობა, ჩემთვის მთავარია ის, რომ ამჯერად სიცოცხლე გადავარჩინეთო. მან ასევე განაცხადა, რომ არ იცის, საბოლოოდ ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ციანიდი, რომელსაც მას სთხოვდა. ვინმეს თუ აწყობდა, რომ ეს ამბავი სიკვდილით დასრულებულიყო და შემდეგ ეთქვათ, აი, რა უნიათოა ჩვენი მთავრობა, ვერ აღკვეთა ასეთი დანაშაულიო, ცხადია, ის ახლა დამწუხრებული და გამწარებულია. მე ასეთების აზრი არ მაინტერესებს, რადგან პროკურატურამ მართლაც კარგად იმუშავაო, თქვა ირაკლი მამალაძემ.

გადაცემის მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ გამოძიებას აქვს კიდევ უფრო მძაფრი მტკიცებულებები, რომელიც ჯერ არ გაუხდია საჯარო. „გამოძიება მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და სად გაჩერდება, რა აღმოჩნდება, ეს ჩემთვის უცნობია“ – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ვერ მოახერხეს იმ ადამიანებმა, ვინც მკვლელობას გეგმავდნენ მისი აღსრულება, ასეთი პასუხი გაეცა: „ ღმერთს თავისი მათემატიკა აქვს, რომელსაც ეგენი ვერასდროს გადაახტებიან!“

კომენტარები
Загрузка...