საზოგადოება

,,ღარიბაშვილის სიტყვები ყველა მართალი ადამიანის გულის ფიცარზე დაწერილ სიტყვებად იქცა”

,,იყო წარმატებული და წავიდა სუფთა ხელებით"_ რატომ მჯერა და მწამს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის"

ზოგიერთი მეკითხება თუ რატომ მწამს და მჯერა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის!
სათითაოდ პასუხის გაცემას გადავწყვიტე, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი აზრი, რასაც წლებია გამოვხატავ, მაგრამ ახლაც მოგახსენებთ!
ბატონი ირაკლის პირველსავე გამოჩენამ დამანახა, რომ ბატონ ბიძინას გვერდით დგას ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული, მართალი ადამიანი!
და ჩემი შთაბეჭდილებებიც მალევე გამიმართლდა- ის გახდა შსს წარმატებული მინისტრი, შემდეგ წარმატებული პრემიერი და წასვლისასაც წავიდა სუფთა ხელებით და მისი წარმოთქმული სიტყვები :
<თანამდებობა არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო >
ყველა მართალი ადამიანის გულის ფიცარზე დაწერილ სიტყვებად იქცა!
დაბრუნდა თავდაცვის მინისტრად და რამდენი სასიკეთო ნაბიჯები გადადგა ჯარისკაცების მდგომარეობების გასაუმჯობესებლად, მოგეხსენებათ და ბევრი წასული ჯარისკაცი უკან შემოაბრუნა!
გუშინ კი, ქართულმა ოცნება ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღო და წარადგინა ბატონი ირაკლი პრემიერის თაბამდებობაზე!
რამაც უამრავი ადამიანის დაკარგულ იმედებს ნათელი სხივი აუნთო.
…….
ახლა შეგახსენებთ დანარჩენ პრემიერების წასვლის მომენტებს:
კვირიკაშვილისა და გახარიას გადადგომის განცხადებები რომ შეუფერებელი იყო ასეთი სტატუსის მაღალჩინოსნებისათვის, ამას საზოგადოებაც აღიარებს…..
ეს ადამიანები არასოდეს არ შემიქია და ზოგიერთებივით, ახლა კი არ გადავაბრუნე მონეტა. ასე ვიყავი უნდობად განწყობილი მანამდეც, მათი საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე!
….
ასე, რომ მემგონი, მოკლედ ავხსენი გასაგებად,
რატომ მჯერა და მწამს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის.
ეს ადამიანი იყო და იქნება ჩემი ფავორიტი ლიდერი და ამას არასოდეს ვმალავდი!
წარმატებები და უფლის წყალობა ჩემო პემიერო!!!_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,ქართული ოცნების” (ნამდვილების) ერთ-ერთი წარმომადგენელი, სიღნაღის მერიის ყოფილი თანამშრომელი, მაია სუხიშვილი.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close