მსოფლიო

ღამის კლუბში სროლის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, არკანზასის ღამის კლუბ Power Lounge-ში სროლის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას შტატის პოლიციაზე დაყრდნობით ამერიკული ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.

დაშავებულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლისაა.

ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ არ გავრცელებულა.

თვითმხილველების განცხადებით, სროლა ღამის კლუბში მყოფ რამდენიმე ადამიანს შორის არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

სამართალდამცველები მომხდარს ტერორისტულ აქტს ჯერ არ უკავშირებენ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close