ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს – იუწყება The Times of Israel. მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, რაკეტა ქვეყნის სამხრეთით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაეცა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელი ანკლავის მმართველ მოძრაობა „ჰამასს“ აკისრებს და 2014 წლიდან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს. თუმცა, ტრადიციულად, ისრაელი მსგავს სარაკეტო დარტყმებს ავიაციასა და არტილერიაზე განხორციელებული იერიშით პასუხობს.

კომენტარები
Загрузка...