viagra atlanta drug
Hormone therapy leads to dangerous side effects
propecia and reduced ejaculate
levothyroxine buy online uk
effect of viagra on pde5 drugs
new fertility drug like clomid twins
amoxicillin for bronchitis during pregnancy
herbal kamagra doma
ჩვენს წინ დიდი რკინის ალაყაფი გაიღო და მანქანა უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილ ასაფ ჰაროფეს კლინიკის ეზოში შევიდა. კამპუსში შესვლას დაცვა მკარცად აკონტროლებდა, თუმცა ჩვენს მასპინძელს საშვი არ დასჭირვებია _ ყველა ღიმილით ხვდებოდა.

viagra achat
Sex after 60? Debunking the myths of male potency
canada pharmacy propecia 5mg
drug interactions amoxicillin synthroid thyroid
How long does Viagra last depends on
fertility drug similar to clomid
does amoxicillin capsules go bad
using canadian kamagra on the water
სამედიცინო ცენტრი ასაფ ჰაროფე სიდიდით მესამე კლინიკაა ისრაელში და პირველი  შფელის ოლქში (სამხრეთ ისრაელი). ის რეფერალური საავადმყოფოა – განფენილი დაახლოებით 25 ჰექტარზე, მომსახურების დაფარვის ზონა 300 000 მოსახლეა და  მასში დასაქმებულია დაახლოებით 2000 ექიმი. იგი წარმოადგენს თელავივის უნივერსიტეტის სეკლერის სახელობის მედიცინის ფაკულტეტის  კლინიკურ–სამეცნიერო  ბაზას, სადაც ტარდება ფუნდამენტური  და კლინიკური კვლევები, მათ შორის, საერთაშორისო მასშტაბის.

Prevention of dangerous complications in patients with thyroid disease
buy online generic fincar
invega drug category of synthroid
amoxicillin and alcohol uk
ჩემი მასპინძელი ქართველი ებრაელი გახლდათ  – ამირან  ჩაჩაშვილი, როგორც კლინიკაში შესვლისთანავე შევნიშნე, ფრიად დაფასებული და ყველასათვის საყვარელი ექიმი. იგი უროლოგიური განყოფილების უმაღლესი კატეგორიის დიპლომირებული სპეციალისტია და ასაფ ჰაროფეს ბაზაზე 2002 წლიდან წარმატებით მუშაობს. ბატონი ამირანი თავაზიანად დაგვთანხმდა ჩვენთვის რამდენიმე კითხვაზე ეპასუხა:

14445854_666885596809340_1976405359_n

psychological reasons cause impotence
    _ ბატონო ამირან, ორიოდ სიტყვით მოგვიყევით იმ განყოფილების შესახებ, სადაც თქვენ მოღვაწეობთ?

_ კლინიკა მრავალპროფილურია, სხვადასხვა მიმართულებები ბოქსებადაა განფენილი კლინიკის ტერიტორიაზე. განყოფილება, სადაც მე ვმოღვაწეობ უროლოგიის მიმართულებას მოიცავს სხვადასხვა სპეციალიზაციებით: ურო–ონკოლოგია, ბავშვთა უროლოგია, ურო–გინეკოლოგია, ანდროუროლოგია, იმპოტენცია, საერთო უროლოგია და ა შ. შესაბამისად კეთდება სხვადასხვა სახის ოპერაციები. გარდა ოპერაციული მკურნალობისა, არის უროლოგიურ დაავადებათა კონსერვატიული მკურნალობის მიმართულებები, რომელიც ხორციელდება როგორც სტაციონარულად, ასევე ამბულატორიულადაც.

მე, ჩემს კოლეგებთან ერთად ოპერაციული უროლოგიის მიმართულებით ვმოღვაწეობ. ყოველდღიურად ვაკეთებ ოპერაციებს შარდ–სასქესო სისტემის ორგანოებზე: წინამდებარე ჯირჯვალზე – დახურული და ღია მიდგომით, შარდის ბუშტსა და თირკმელზე, სათესლე ჯირკვალზე სხვადასხვა პათოლოგიის დროს, კონკრემენტების (ქვებისა და კენჭების) დამსხვრევას, შემდგომი პასაჟით აპარატურული მიდგომით და ა შ.  ოპერაციები მაღალტექნოლოგიური მატერიალურ–ტექნიკური ბაზის პირობებში კეთდება და გამოჯანსაღების მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. გარდა ამისა, მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ვაკეთებთ უნიკალურ ოპერაციებს და ეს სფერო, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ, მკურნალობის საუკეთესო შედეგებითაა ცნობილი. პარალელურ რეჟიმში კლინიკურ ბაზაზე  გვაქვს სამეცნიერო კვლევები მამაკაცის იმპოტენციის პრობლემებზე, რომელიც  ქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში ისრაელსა და მის საზღვრებს გარეთ.

14509299_669086476589252_1160113351_n

.

14518697_669086499922583_1918854329_n

.

14470884_669086463255920_1409035504_n

    _ ბატონო ამირან, ყველა დიდი ექიმი წინამორბედი დიდი ექიმის გაზრდილია, როგორც სპეციალისტი. თქვენ შემთხვევაში როგორ გახდით წამყვან სპეციალისტ?

_ მართალს ბრძანებთ (იღიმის). მართლაც გამიმართლა, რამდენიმე კორიფე მასწავლიდა. მათ შორის განსაკუთრებულად მინდა გამოვყო პროფესორი არიელ ლინდლერი, რომელიც ისრაელში ონკოუროლოგიის ფუძემდებლად ითვლება. ურთულეს ოპერაციებზე ვუწევდი ასისტენტობას წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის ოპერაციების დროს. ხშირად ყოფილა, როდესაც სხვა სპეციალისტებს ვერ გაურისკავთ პაციენტი საოპერაციოდ გაეყვანათ მდგომარეობის სირთულის გამო, პროფესორს გაუკეთებია ურთულესი ოპერაცია და ხშირად გაგვმართლებია კიდეც. დიდი სიხარულიც გვქონია ამის გამო და დიდი ნერვიულობაც, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის…

მახსოვს  ერთი პაციენტი, 18 წლის ულამაზესი გოგონა ხაიფიდან. ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა თირკმელზედა ჯირკვალზე. მდგომარეობის სირთულის გამო სხვა სპეციალისტებმა ხელი არ მოკიდეს და ასე აღმოჩნდა ის პროფესორ ლინდლერთან. ამ პაციენთან მე და პროფესორი ერთად ვმუშობდით. სიმსივნე მთელი მუცლის ღრუში იყო უკვე მოთესილი. ოპერაცია პროფესორმა გააკეთა, მე ასისტენტი გახლდით. ურთულესი ოპერაცია გაკეთდა, ვიტყოდი რომ, ეს იყო უმაღლესი პილოტაჟი. საშინლად ვნერვიულობდი, ალბათ პროფესორიც, მაგრამ მას არაფერი შეტყობია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, შემდგომ ქიმიოთერაპია ჩატარდა და გოგონა პრაქტიკულად ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს.

პროფესორი არიელ ლინდლერი უდიდესი უროლოგი გახლავთ, ნოვატორი და შემოქმედებითი ყველა ასპექტში. მისგან ვისწავლე არა მარტო ოპერაციის ტექნიკა, არამედ ბევრი რამ ცხოვრებაზე, როგორ უნდა მიუდგე პრობლემას, არა მარტო საექიმოს, არამედ ყოველდღიურს, ცხოვრებისეულს და როგორი გადაწყვეტილება სჯობს. უაღრესად ერუდირებული ინტელიგენტია. შეგიძლია ელაპარაკო მუსიკაზე, ისტორიაზე, რელიგიაზე, კულტურაზე. მიუხედავად ასაკისა, საოცრად მახვილი გონება აქვს და საკმაოდ არაორდინალური შეხედულებები. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ოქროს ხელები აქვს. ახლა უკვე პენსიაზე გახლავთ.  არის წევრი ისრაელის ქირურგთა ასოციის, ამერიკის შეერთებული შტატების უროლოგთა გაერთიანების, ევროპის უროლოგთა გაერთიანების, ისრაელის უროლოგთა გაერთიანების, ენდოუროლოგიის ასოციაციის და ისრაელის ექიმთა პროფკავშირის თავმჯდომარე. მართლაც საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს ამ ადამიანთან. მან  დიდი საექიმო  სკოლა გამატარა.

   _ ბატონო ამირან, როგორც ვიცი, ისრაელში ჩასვლის შემდეგ რთული გზა გაიარეთ, ვიდრე კვალიფიციური სპეციალისტად შედგებოდით. გთხოვთ, მოკლედ მოგვიყვეთ ამის შესახებ…

_ კი, მართლაც არ იყო იოლი გზა, ვიდრე საოპერაციო მაგიდამდე ქირურგად მივიდოდი. ისრაელში ჩასვლის  მერე ვალდებული ვიყავი ივრითული ენის კურსები გამევლო, შემდეგ დავიწყე ინტენსიური მზადება ჩემ სპეციალობაში გამოცდის ჩასაბარებლად, პარალელურად კვლავ ვაგრძელებდი ენის შესწავლას. ოჯახი მყავდა, რომელსაც ფინანსურად ასევე მე ვუზრუნველყოფდი, სხვაგვარად არ გამოდიოდა. ამის გამო მიხდებოდა დილით უთენია და ღამის ცვლებში მუშაობა სხვადასხვა ქარხანაში. ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ დიდი შრომის შემდეგ გამოცდის ჩაბარება წარმატებით შევძელი. 1 წელი ვსწავლობდი ინტერნატურაში, რომელსაც აქაურად სტაგი ქვია. 1 წლის თავზე მივიღე ზოგად ექიმის ლიცენზია. 2 წელი ვმუშაობდი გამოძახებებზე ოჯახებში. ამის წყალობით მთელი ეს ოლქი ხუთი თითივით ვიცი… 2000 წელს დავიწყე სპეციალიზაცია უროლოგიაში ასაფ ჰაროფეს კლინიკაში, რომელიც 6 წელი გაგრძელდა. 2006 წელს 2 დიდი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მომენიჭა უროლოგის დიპლომირებული სპეციალისტის წოდება. დამეწმუნეთ, ამ თარიღების მიღმა დიდი შრომა და მაღალი პროფესიული მოტივაციაა ჩადებული.პარალელურად დავიწყე ვიწრო სპელიალიზაცია მამაკაცის იმპოტენციის მიმართულებით და დღეს გახლავართ განყოფილების უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

14429326_666885756809324_1383361306_n

.

14429638_666885653476001_2080537804_n

ასაფ ჰაროფეს რეფერალური კლინიკის პარალელურად, ვმუშაობ 2 კერძო საავადმყოფოში – ასუტა და მერავი. ვარ კონსულტანტი პოლიკლინიკებში.განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ალმა მატერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სახელმწიფო არ ცნობს სხვა ქვეყნის დიპლომის ვალიდურობას, მე, როგორც ექიმი ვამბობ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიდი ბაზისური ცოდნა მომცა და ამასთან, საუკეთესო სამეგობრო შემძინა, რომლებთანაც სტუდენტობის არაჩვეულებრივი 7 წელი მაკავშირებს და დღესაც არ ვწყვეტ ურთიერთობას.

   _ თქვენი ცხოვრების ნახევარი საქართველოში გაქვთ გატარებული, მოუყევით მკითხველს ცოტა რამ ამ პერიოდზეც?

_ დავიბადე ქალაქ ონში. დავამათვრე ონის პირველი საშუალო სკოლა. კლასში ნახევარი მოსწავლეებისა ებრაელი იყო, მეორე ნახევარი ქართველი. ძალიან მეგობრული კლასი გვქონდა. არასოდეს ყოფილა გარჩევა ჩვენს შორის. ისე გავიზარდეთ, რომ არც კი ვიცოდით რაიმე სხვაობა თუ იყო ჩვენს შორის. ერთმანეთის ოჯახებში ისე შევდიოდით, როგორც საკუთარი ნათესავის. სკოლის შემდეგაც დროს სულ ერთად ვატარებდით. მეზობლებიც სულ ქართველები მყავდა. ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, ჩემი მეზობელი გახლდათ. ვთამაშობდით, ვცელქობდით, ვჩხუბობდით და მაინც ვსწავლობდით. მამაჩემი, შოთა ჩაჩაშვილი ელექტრო ინჟინერი იყო, მთის წიაღისეულს მოიპოვებდნენ. დედა კი – ბაღის მასწავლებელი. ახლა პენსიაზე არიან და შვილიშვილებს ზრდიან. ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი პერიოდია. და ეს პერიოდი საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მაქვს გატარებული.

_ თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით, ბატონო ამირან? წარმატებულ ექიმს უსათუოდ კარგი ოჯახი უმაგრებს ზურგს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენის გაკეთებას ვერ შეძლებდით…

_ საქართველოში დავქორწინდი 1991 წ. ჩემი მეუღლე დინარა ამშიკაშვილი გახლავთ, აწ უკვე ჩაჩაშვილი (იღიმის). ჩემი სკოლის საუკეთესო მეგობრის უმცროსი დაა. შემიყვარდა… მაგრამ მეგობრის დის შეყვარება, თანაც უმცროსის, ბიჭებში ცუდი ტონი იყო. ამიტომ დიდხანს ვმალავდი.

გვყავს 3 შვილი, ჩვენმა შვილებმა ქართული ენაც  კარგად იციან და წეს–ჩვეულებებიც. უფროსი ვაჟი 24 წლისაა, ისიც საქართველოშია დაბადებული. წლინახევრისა ამოვიდა ისრაელში. ბაბუას სპეციალობას მიყვა და უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის სპეციალობას ეუფლება.მეორე ვაჟი 18 წლისაა. ექიმობას აპირებს, თუმცა მანამდე ბევრი უნდა იშრომოს. მესამე ქალიშვილი გვყავს, 9 წლისა. მერწმუნეთ, ოჯახში ყველაზე უფროსის სტატუსი მას აქვს…

13646750_1717912355129055_1888743559_o

.

12191125_10207834002236136_4017648220731890622_o

.

13589189_1717913815128909_659016836_o

    _ დღეს რა ურთიერთობა გაქვთ საქართველოსთან?

    _ საქართველოში 3- ჯერ ვიყავი, მოვისიყვარულე, მოვეფერე ჩემს კუთხესაც და მეგობრებსაც. ჩვენც გვაქვს აქ ჩვენი პატარა საქართველო. სანათესაო რომ შევიკრიბებით ქართულად ვლაპარაკობთ სულ. მეტსაც გეტყვით, მე და მამაჩემი ყურძენს ვყიდულობთ ხოლმე და ღვინოს ჩვენ თვითონ ვაყენებთ. ისე, როგორც საქართველოში ვაკეთებდით, ყველა წესის დაცვით. ეს ამბავი მთელი რიტუალია ჩვენი ოჯახისთვის და დიდი ხალისით ვაკეთებთ.

13639500_1717913578462266_1468480502_o

ჩამოვდივარ, როცა ამის საშუალებას სამსახური და პაციენტები მაძლევენ. აქეთაც ჩამოდიან ხოლმე ჩემი მეგობრები. შარშან დაბადების დღეზე დიდი სიურპრიზი გამიკეთეს: 3 საუკეთესო მეგობარი ჩამომივიდა სტუმრად ოჯახებთან ერთად. ახლა სამივე წარმატებული ექიმია საქართველოში. ასე არაფერი გამიხარდებოდა… ყოველ საღამოს სტუდენტობას ვიგონებდით და ისევ სტუდენტები გვეგონა თავი.

……….

ბევრი ვისაუბრეთ მე და ამირანმა. მეც ექიმი გახლავართ და ჩემი პროფესიული ინტერესის გამო რამდენიმე განყოფილება მოვიარეთ, კოლეგებიც გავიცანი, საოცრად კეთილგანწობილი ადამიანები.  „22-ე საუკუნის კლინიკა“ – ამომიტივიტივდა გონებაში. მართლაც ასეა… კლინიკაა, რომელშიც ექიმად მოხვედრისთვისაც სახელმწიფოს საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვს დაწესებული.

დღის ბოლომ ისე მოაწია, არც კი დავღლილვარ. წამოვედი დატვირთული შთაბეჭდილებებით, ინფორმაციებით და რაც მთავარია სიამაყით -„22-ე საუკუნის კლინიკაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებული წამყვანი სპეციალისტი გახლავთ, ებრაელი და თანაც ქართველი.. ამირან ჩაჩაშვილი.

მკითხველისათვის უკეთ გაცნობის მიზნით ჩვენი რესპოდენტის ბავშვობის მეგობარს საქართველოში, მის ჯგუფელსა და კოლეგას, მედიცინის დოქტორს, დავით გობეჯიშვილს დავუკაშირდით.

    _ ბატონო დავით, როგორც ვიცით, თქვენ და ამირანი ერთად გაიზარდეთ, ერთად დაასრულეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოგვიყევით ცოტა რამ მის შესახებ?

     _ ონში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. არასოდეს გაგვირჩევია მეგობრები ეროვნების მიხედვით. ერთად ვსწავლობით, ერთად ვთამაშობდით, ერთად ვჩხუბობდით, ერთადაც ვისჯებოდით თუ რაიმეს გავაფუჭებდით. ისე მოხდა, რომ მე და ამირანი სკოლაშიც ერთად ვსწავლობით და უმაღლესშიც, ამიტომ მასთან მეგობრობის მრავალი წელი მაკავშირებს  და მე ამით ძალიან ამაყი ვარ. საოცარი გულის კაცია და საკმაოდ პროგრესული გონების პროფესიონალი. მისთვის არ არსებობს საზღვრები, რომელიც რაღაც პირობითობების გამოა დასმული. ადამიანი ამირანისთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა.

ერთ ისტორიას მოგიყვებით, დარწმუნებული ვარ თვითონ ამას არ იტყვის, თავის თამდაბლობის გამო. ამირანი თავისი ოჯახით შარშან საქართველოში იყო ჩამოსული დასასვენებლად. 1 კვირა ოჯახი ურეკში წაიყვანა, როგორ ადრე ბავშვობაში ჩვენ დავყავდით ხოლმე ჩვენს მშობლებს. ერთ მშვენიერ დღეს სანაპიროზე იყო და ზღვის მხრიდან ყვირილი შემოესმა. ვიღაცა ხმამაღლა შველას ითხოვდა. არც დაფიქრებულა, ისე შევარდა ზღვაში (ცურვა კარგად ვიცით – პატარები რომ ვიყავით მთის ჩქარ მდინარეებში გვაქვს ნასწავლი (იღიმის)). მოახერხა და ახალგაზრდა მამაკაცი წყლიდან ამოიყვანა. უკვე ბევრი წყალი ქონდა ნაყლაპი, რეანიმაციული ღონისძიებები იყო საჭირო. ჩვენ, ექიმებს ეს უკვე ინსტინქტების დონეზე გვაქვს – არავის ველოდებით, რაც ხელთ გვაქვს იმით ვიწყებთ. ხელოვნური სუნთქვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიდრე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ახალგაზრდა კაცი ამ ქვეყანაზე მოაბრუნა. ატყდა ერთი ამბავი, ამ კაცის ახლობლები მერეღა შეამჩნია. ბაქოელი მუსულმანები აღმოჩნდნენ, ახალგაზრდა ცოლი ცრემლებად იღვრებოდა და ხელებს უკოცნიდა. იქ მამა ტიროდა და იცინოდა, მოკლედ დიდი მადლობების და  ემოციების მერე აღმოაჩინეს, რომ ერთი ებრაელი იყო და მეორე მუსულმანი და ამას მათ შორის არაფერი არ შეუცვლია. ვიდრე ურეკში იყვნენ იმეგობრეს და მერეც გააგრძელეს მეგობრობა.

ამირანს (ჩიკას, როგორც მას მეგობრები ვუწოდებთ) დაბადების დღე თებერვალში აქვს.  ბიჭებმა გადავწყვიტეთ, რომ მისთვის სასიამოვნო დღე მოგვეწყო და 3 მეგობარი ჩავედით ისრაელში მისი იუბილის აღსანიშნავად. დიდი ზეიმი მოგვიწყვეს, მთელი ოჯახი კი არა მთელი სანათესაო გვმასპინძლობდა. ქართულად მოვილხინეთ, ტრაპამდე მიცილებით…. ერთად რომ შევიყარეთ ონში მეგონა თავი. ისე რაჭულად უქცევდნენ, იგივე კილოთი, იგივე აქცენტებით, თითქოს არც არსად წასულან. მოკლედ პატარა ონი აქვთ იქ მოწყობილი.

 წერილის ავტორი:  ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

წყარო: postalioni.com

კომენტარები