სამართალი და კრიმინალი

ქუთაისში ჟურნალისტი ცემეს

ბუბა ჩივაძე საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას ავტომობილით უცნობი აედევნა. შუქნიშანთან უცნობი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა გუშინ 22:00 საათზე მოხდა.

“პარლამენტთან უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი, ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. ნიღაბი არ ეკეთა. ვერ ვიცანი”, – ყვება დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close