ქუთაისში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა საინკასაციო მანქანა გაიტაცეს. ცნობილია, რომ საინკასაციო მანქანით, ფეიბოქსის აპარატიდან ამოღებული თანხა გადაჰქონდათ.

მანქანაში მყოფი ორი ადამიანი, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა გადმოსვეს და ავტომობილი გაიტაცეს.

 

თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
შსს შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.

კომენტარები
Загрузка...