მსოფლიო

ქორწილში მიმავალი 45 ადამიანი ავტოავარიაში დაიღუპა

საქორწინო კორტეჟეს მონაწილე 45 ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას მადაგასკარზე.
სატვირთო მანქანა, რომელშიც ახალდაქორწინებულების ნათესავები ისხდნენ, დაახლოებით 70 ადამიანი, ხიდიდან გადავარდა მდინარე მანანარაში.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ადგილზე დაიღუპა 27 ქალი, 9 მამაკაცი და 9 ბავშვი, მათ შორის ახალდაქორწინებულებიც. უმეტესობა მდინარეში დაიხრჩო, 24-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მერის თქმით, მიზეზი უცნობია, რადგან მანქანის მძღოლიც დაღუპულია.

წყარო daijesti.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close