მსოფლიო

ქმარს თავი მოაჭრა და მოხარშა

სასტიკი მკვლელობა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო აალაპარაკა

ომაიმა ნელსონის სახელი მსოფლიომ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა ქმარი მოკლა, შემდეგ მისი სხეულის ნაწილები მოხარშა.

.

ომაიმა ნელსონი ყოფილი მოდელია. 1993 წელს მას პოლიციამ მეუღლის, 56 წლის უილიამის მკვლელობაში დასდო ბრალი. მეუღლის მკვლელობის დროს ომაიმა  მხოლოდ და მხოლოდ 23 წლის იყო.

ფსიქიატრმა, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, თქვა, რომ ომაიმა ნელსონი მკვლელობის დროს ფსიქოზითა და  პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა. პოლიციის განცხადებით, მადლიერების დღეს, ნელსონი უილიამს თავს მაკრატლით დაესხა. შემდეგ მეუღლეს თავი და სასქესო ორგანო მოაჭრა. ქმრის ხელები მან ზეთში შეწვა, თავი კი მოხარშა და საყინულეში შედო.

ნელსონის თქმით, ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა, რადგან მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ქმარმა სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.

თუმცა ნელსონის ადვოკატმა 2006 წელს განაცხადა, რომ ომაიმამ ქმარი შემდეგ ცხოვრებაში მასთან მოხვედრის მიზნით მოკლა, როგორც თავად ამბობდა, რიტუალი ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ჩაატარა.

ომაიმა ნელსონი ეგვიპტიდან აშშ-ში საცხოვრებლად 1980-იან წლებში გადავიდა. კალიფორნიაში ცხოვრების დროს მან მომავალი მეუღლე უილიამ ნელსონი გაიცნო. წყვილმა შეხვედრიდან რამდენიმე თვეში იქორწინა.

ჩვენებაში ნელსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ში გადასვლის შემდეგ, მასზე სექსუალურად რამდენიმე მამაკაცმა იძალადა, მათ შორის, უილიამ ნელსონიც იყო.  ყოფილ მოდელს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

2006 წელს მას უარი უთხრეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. ომაიმა ნელსონი 2026 წელს ისევ მოითხოვს, პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close