არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი:
_ქვეყანა, სადაც ოთხი მილიარდს აზარტულ თამაშებში აგებენ.
_ ქვეყანა, სადაც უფრო მეტს ნარკოტიკებში ხარჯავენ…
_ მილიარდობით თანხას მეძაობასა და ალკოჰოლურ სასმელებში.
_ ქვეყანა, სადაც წელში გამწყდარი ემიგრანტების გამოგზავნილ ფულს ოჯახის წევრები უნიათოდ ანიავებენ.
_ ქვეყანა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 90%ზე მეტს გონია, ღმერთის სწამს, მაგრამ 2% თუ ცხოვრობს ეკლესიურად..
_ ქვეყანა, სადაც ეკლესიის მასხრად აგდება მოდაა და წმინდანების შეურაცხყოფა პოპულარობის და აღიარების საშუალება.
_ ქვეყანა, სადაც პატრიარქის სადღეგრძელოს ყველა სუფრასთან ფეხზე ამდგარი სვამენ და მის მხრებზე შემდგარ ეკლესიას კი ტალახს ესვრის შინაური თუ გარეული.
_ ქვეყანა, სადაც ლომისობას დაკლული ასი ცხვარი უფრო ტკივა, ვიდრე ყიველდღე, აბორტით დაკლული ასი ბავშვი.
_ ქვეყანა, სადაც ქვეყნის გაბრწყინება ,,პაჩკა-პაჩკა” დოლარების ცვენა გონია.
_ ქვეყანა, სადაც პიდარასტი თავზე დაგყვირის, მოძალადე ხარო..
_ ქვეყანა, სადაც ემიგრანტმა თავი სტუმრად გაგრძნობინა.
_ ქვეყანა, სადაც ოჯახური ძალადობა ნორმაა.
_ სიყვარულის ქვეყანა, სადაც წყვილების გაშორება 50%ზე მეტია და ,,საყვარელი” მეუღლეზე და შვილებზე ძვირფასი.
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!
პ.ს.
ალბათ ადვილად გამოიცნობთ, რომელ ქვეყანას გულისხმობს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. ეს საქართველოა, ჩვენი ბედკრული სამშობლო.