საზოგადოება

ქერჩის სრუტეში ჩაძირულ ხომალდზე საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა ახალაძის განცხადებით, ქერჩის სრუტეში ჩაძირულ ხომალდზე საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი ლაშა ქაჯაიაც იმყოფებოდა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ. მისი ინფორმაციით, ამჟამად ერთი ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა გადარჩენილი, გემის ეკიპაჟის 11 წევრის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება.

“გემზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. დადასტურებულია ნოვოროსისკის სამაშველო სამსახურის მიერ, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი მოტორისტი უკრაინის მოქალაქე არის გადარჩენილი, ხოლო დანარჩენი ეკიპაჟის წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და 1 საქართველოს მოქალაქე – ლაშა ქაჯაია, ბოცმანი.” – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ.

მისივე თქმით, “გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და  ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის “Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited)” საკუთრებაა. სატვირთო ხომალდი “არსენალის გმირი” რადარიდან ოთხშაბათს გამთენიისას ყირიმში, ქერჩის სრუტეში, წინასწარი მონაცემებით, 3,5 ბალიანი შტორმის შედეგად ჩაიძირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close