პოლიტიკა

“ქართული მიწები დარჩება საქართველოს სახელმწიფოს”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწების გასხვისება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე მოხდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, ერთობლივი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს, უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.
”მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ გაჩნდეს მკაფიო ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს”, – განაცხადა კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close