საზოგადოება

,,ქართველობადაკარგული ლიბერასტის მიმართ ლათინური შრიფტით სულ დედის პროჭს იგინებიან”

,,ხანდისხან მსაყვედურობენ, ამ ფეისბუქში რომ ზიხარ ეს პოლიტიკოსი კაცი, რეალობას მოწყდებიო და ამის პასუხად მინდა ვთქვა იუზერულ-ექაუნთერულადა:

აი, ფეისბუქში რომ შეხვალ და Margot Lescaut-ის ნიჭიერების ფეირვერკი შემოგეფრქვევა, Delphica Sibyl-ას მხიარულად გიჟმაჟ სევდას ეზიარები, Ani Gagua-ს არდადეგზე სიცილ–სიცილ აჩუყდები, Zaza Asatiani-ს როკ–რარიტეტებს მოუსმენ, Tamuna Kurashvili-ს და Alisa Dodgson-ის სელფებით დაიტკბობ მზერას, Tamara Karelidze-ს კუდაფუმფულებელ სევდებზე ჩაგეღიმება, Salome Barker-ის ფორმით მჭახე და შინაარსით სამართლიან შეფასებებს დაეთანხმები, Benji Baidashvili-ს 90–იანების მოგონებებზე იხალისებ, Salome Khvadagiani-ს ტექსტების ემოციურ-ლოგიკური ჰარმონიით გაკვირდები, Mari Berdzenishvili-ს ცვეტში მომხდარ ამბებზე ცვეტში იცინებ, Levan Berdzenishvili-ს ორასგზის დაშეარებულ ლექციას ორასმეერთე დააშეარებ, Salome Asatiani-ს სტატუსს ბრმად მოიწონებ, რადგან რაზედაც არ უნდა დაწეროს მან პრაქტიკულად შეუძლებელია არ მოიწონო, Zurab Karumidze-ს რიოში მარგალიტივით ათამაშებულ სიტყვებს შეეთამაშები, Inga Grigolava-ს კომენტარებს წაიკითხავ და შენი დაწერილი გეგონება, Katerina Zhvania-ს ჩაჭრილ-ჩაკარაბაკებულ სარკაზმში გაიხლართები, Gogi Gvakharia-ს must see კედელზე გვახაბიტების და ანტიგვახაბიტების პაექრობაში ჩაერთვები, ჩაბრიკების (Kato Chabradze, Nino Chabradze) ოჯახური ბიზნესის სტარტაპს მიესალმები, შეყვარებული კრასავიცას ოჯახურ იდილიას იხილავ Nino Darsavelidze-ს სახით, Irinka Aliashvili-ს ბუთხუზა ბავშვის ფოტოსაც დაგულავ, Leo Nafta-ს პრობარსელონური პოხუიზმით შეფერილი ანტიკრიმინალური პოეტიკის ირონიის შრეებსაც ჩაწვდები, და ბოლოს, როცა უკვე იმის გარჩევაც გიჭირს Sopho Bukia Marmeladova-ს უფრო ტონკი იუმორი აქვს თუ Vika Buratinova-ს, დაიკიდებ რა მთავრობის დაფინანსებულ ბრიგადნიკებსა და ტროლებს, საკუთარ შვილებსაც შეხედავ, რას შვრებიან, ნეტა რას წერენო?

 მოკლედ, აი ყველაფერ ამას რომ მოიხილავ და, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი კარგი და ჭკვიანი გოგოები, როგორიცაა Keti Beradze და Pale Blue შენი პოლიტიკური გულშემატკივრები არ არიან, ხოლო უნიჭიერეს Keti Bozhidaria-ს საერთოდ შენი პოლიტიკური ატანა არა აქვს, დიახ, მიუხედავად ამისა, მაინც რომ დაგივლის ამ ვირტუალური საქართველოსგან მოგვრილი სასიამოვნო ჟრუანტელი, სწორედ მაშინ, აი მაგ მომენტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენს ფრენდლისტმიღმეთში არსებობს ჩინელების, სექტანტების და ელჭიპიტების ანტიქართულ კოალიციას დაპირისპირებული “პირიქითა ფეისბუქი” (@Margot), ეკლესიების და ხატების ფოტოებით გავსებული თაიმლაინებით, საქინფორმის და ანტილიბერალური კლუბის ლინკებით, რადიო “დარდიმანდის” სიმღერებით, ბერი გაბრიელის, პაულო კოელიოს და ანჯელინა ჯოლის სიაფანდი ციტატებით და იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა სახელი ლეგიონია და რომლებიც შენისთანა ქართველობადაკარგული ლიბერასტის მიმართ ლათინური შრიფტით სულ დედის პროჭს იგინებიან.

აესაა პოლიტიკური რეალიზმი, სხვა კი არაფერი”_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close