
ჯამალ ალ ნადაკმა საკმაოდ დიდი საჩუქარი გაუკეთა ცოლს, რომელიც ამბობდა, რომ საჯარო სივრცეებში საცურაო კოსტიუმით წყალში ჩასვლისა და გარუჯვის რცხვენოდა და კონფიდენციალურობა სურდა. ქმარმაც არ დააყოვნა და მას კუნძული აჩუქა, სადაც ვერავინ შეაწუხებს.
.
სუდი ალ ნადაკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. უმაღლესი განათლების მისაღებად კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წავიდა. გოგონამ ყოველთვის იცოდა, რომ მისი მეუღლე მდიდარი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, მიზნისკენ საკმაოდ თავდაჯერებულად მიდიოდა. სუდი დუბაის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მომავალი მეუღლე, მილიონერი ჯამალ ალ ნადაკი გაიცნო. ახლა ის 26 წლისაა, მისი რჩეული კი – 32-ის. ისინი რამდენიმე წელია, დაქორწინებულები არიან.
სუდი ჯამალის ერთადერთი ცოლია. თუმცა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 4 ცოლის შერთვა ნებადართულია… სუდიმაც იცის, რომ შესაძლოა, ეს პრივილეგია მალე დამთავრდეს და მისმა მეუღლემ კიდევ სხვა ქალები შეირთოს ცოლად, თუმცა თავადაც წარმატებულია და ქმრის თანხასაც სურვილისამებრ ხარჯავს.
სუდი ალ ნადაკი დედობისთვის ემზადება. თუმცა, იმისათვის, რომ ქალმა პირველი შვილი გააჩინოს, ქმარს 3 მთავარი პირობა წამოუყენა: ჯამალმა თითოეული ბავშვის დაბადებისთვის 1 მილიონი დირჰამი უნდა გადაუხადოს, ასევე, აჩუქოს ბრენდული ჩანთა, მანქანა და დამხმარე პერსონალი გაუორმაგოს.
მშობლები.ჯი