საზოგადოება

,,დღევანდელი ჟურნალისტი-დღევანდელი ფოსტალიონია, რომელიც სძულთ”

,,თუ ფოსტალიონი არ იარსებებს, ცუდიც არაფერი მოხდება..."

გუშინ ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდნენ და გამაკვირვა სოციალურ ქსელებში ბევრმა კომენტარმა ამ ამბის გარშემო.მაგ, ასეთმა: “ესენი უტიფრები არიანო”. თითქოს, თუ ადამიანი უტიფარია (თუ ნებისმიერი სხვა თვისება აქვს შენი სუბიექტური აღქმით) – არ უნდა გენაღვლებოდეს მისი სიცოცხლე. პოზიცია: “უტიფარია – მოკვდეს!” = ცოტა შემზარავია, არა განა?.. უარესი კომენტარებიც უხვად იყო.
ძალიან ტოქსიკურია ასეთი განწყობები – ფაქტობრივად, კაცთმოძულეობა, შენიღბული სხვადასხვა არგუმენტსა და საკუთარი სიძულვილის გამართლებაში.
მგონია რომ ამას ორი მიზეზი აქვს: პანდემიის ვითარებისა და მისი არასწორი მართვის გამო აწეულია შფოთვა, ბრაზისა და აგრესიის აწეული დონე. ხოლო ჟურნალისტი კი ხილვადია და ადვილია მისი გამოყენება საკუთარი აგრესიის სამიზნედ.
მეორე მიზეზი კი კლასიკური აზროვნების შეცდომაა: ე.წ. არასწორი ატრიბუცია (ანუ, ქართულად რომ ვთქვათ – “მიზეზ-შედეგობრივობის არასწორი აღქმა”). ეს ნოდარ დუმბაძეს კარგად აქვს აღწერილი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში”: ხალხს ფოსტალიონის ეშინია იმის გამო, რომ ცუდი ამბავი არ მოუტანოს ფრონტიდან. ილუზია: “თუ ფოსტალიონი არ იარსებებს, ცუდიც არაფერი მოხდება”… დღევანდელი ჟურნალისტი – დღევანდელი ‘ფოსტალიონია”, რომელიც სძულთ.
ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, პროფესორი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close