სხვა

ფხვიერი ნამცხვრის რეცეპტი

„მე გამოვიყენე შინდის ჯემი“

ფხვიერი ნამცხვრის რეცეპტი
.
„საჭირო მასალა:
180 გრ კარაქი
1 კვერცხი
130 გრ შაქარი
1 ჩკ გამაფხვიერებელი
ვანილი
მწიკვი მარილი
310 გრ ფქვილი
რამდენიმე ს/კ კოვზი მჟავე ჯემი
მომზადება:
რბილი კარაქი მწიკვ მარილთან ერთად კარგად გავთქვიფოთ მიქსერით რამდენიმე წუთი,
დავუმატოთ შაქარი, კვერცხი, ვანილი. ბოლოს გაცრილი ფქვილი, ასევე გამაფხვიერებელი.
შევკრათ ცომი (არ სჭირდება დიდხანს დამუშავება). გავაბრტყელოთ ქაღალდზე საშუალო სისქეზე. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წთ (არ უნდა გამუქდეს).
მზა თბილ ფენას ჩამოვუსწოროთ გვერდები და გავჭრათ 2 ტოლ ნაწილად.
წავუსვათ ჯემი(მე გამოვიყენე შინდის ჯემი) და ავაწყოთ ორ ფენად. ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი ნაფხვენი“ – რეცეპტი გამოქვეყნდა ჯგუფში „საამო გემოები“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close