საზოგადოება

ფხაკაძე: კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს_ ნათელაშვილი: გარწმუნებ, მალე შეშფოთდები

,,აი, ესაა ერთ–ერთი მსხვილი სისხლის მსმელი ჩვენი ხალხისა და ბენზინის უპირველესი გამძვირებელი. თურმე არ აშფოთებს კონგრესმენთა განცხადებები. გარწმუნებ, მალე შეშფოთდები”_ ასე პასუხობს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს, სოსო ფხაკაძეს განცხადებაზე, თითქოს ბიზნეს ასოციაციას ეკონომიკის პულსზე უდევს ხელი, კვლევები კი აჩვენებს, რომ 2019 წელი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული, ამიტომ კონგრესმენების წერილები არ აშფოთებს.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე კითხვაზე აცხადებს:

,,ძალიან ხშირად ის ინფორმაცია, რაც საჯარო სივრცეში არის, როდესაც ხდება მისი საზოგადოებისთვის გაცნობა, სხვანაირად არის ხოლმე აღქმული. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა ქეისებიც თქვენ ახსენეთ ამისი განხილვა მიმდინარეობს ევროპის სასამართლოში და იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული.

ეს წერილები არ გვაშფოთებს! ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას კარგად ვგრძნობთ და პირდაპირ გეტყვით, კვლევები აჩვენებს, რომ 2019 წელი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული.

2020 წელს გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით წინა წლებში, გავაგრძელებთ ბრძოლას და განვითარებას იმ კომპანიებისა, რომლებიც ჩვენს ასოციაციაში არიან. დავეხმარებით, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ უნდა აკეთოს საკუთარი საქმე”- ამბობს სოსო ფხაკაძე BM.ge-სთან ინტერვიუში.

Related Articles

Back to top button
Close