4 აპრილი ქუჩის უპატრონო ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა. ქუჩის ცხოველებს ისევე აქვთ სიცოცხლის უფლება, როგორც ადამიანებს. უფრო მეტიც, თუკი ზრდასრულ ადამიანს მეტ-ნაკლებად შეუძლია თავისი უფლებების დაცვა, ცხოველი ყველაზე დაუცველი არსებაა – მან უნდა იბრძოლოს გადარჩენისთვის სამყაროში, სადაც ცხოველების წამებით ადამიანები არამარტო საკვებს, ქურქებს და ტყავის ტანსაცმელს აწარმოებენ, არამედ სანახაობებსაც ქმნიან – ერთობიან ცხოველთა წამების სცენებით.

ეს ზოგადად, ახლა კი მინდა გაგაცნოთ ძაღლი მარტა, რომელიც პატრონმა თანდაყოლილი ნაკლის (ხერხემლის გამრუდების) გამო ჩააბარა. მარტა ქუჩის ძაღლი არაა, მაგრამ მისი უფლებები დაირღვა, როცა პატრონმა მასზე უარი თქვა. იმიტომ, რომ მას სხვა ბინადრებისგან განსხვავებით, გაჩუქების შანსი თითქმის არ აქვს… პოინტერი მარტა ცხოვრებამ დაჩაგრა, მაგრამ მაინც ბედნიერია. არ განაწყენებულა ადამიანთა მოდგმაზე და ცდილობს ყველა ჩვენგანში ეძებოს მზე, რომელიც სიყვარულით გიზგიზებს. დღეს ცხოველთა თანაგრძნობის საერთაშორისო დღეა, მაგრამ ვინ უთანაგრძნობს მარტას? ვინ აჩუქებს თავისუფლებას თავშესაფრის ვოლიერში გამომწყვდეულ ,,კვაზიმოდოს“?

 

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

კომენტარები
Загрузка...