სამართალი და კრიმინალი

,,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად უნდა ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომადგენელთა ხმა”

,,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევა არ უნდა გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა მოლაპარაკება-შეთანხმებების პროცესად"

,,ჯერ კიდევ 2019 წელს, ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ცალსახად აღინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობის თაობაზე – https://bit.ly/2T31wGJ
მჯერა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომაგენელთა ხმა.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმის ამ პოსტ-EU სამედიაციაო შეთანხმების ეტაპზე, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინოს მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა ასოციაციის განსაკუთრებული როლი და ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა მოლაპარაკება/შეთანხმებების პროცესად, არამედ აქცენტი გაკეთდეს იურიდიული პროფესიის მიუკერძოებელ და მაღალი რეპუტაციის წარმომადგენლებზე.
დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს რეფორმების კონკრეტულ გეგმას, რომელიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, დავით ასათიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close