საზოგადოება

,,ფულზე სულის მიმყიდველებს შევახსენებ, სვანეთს ნუ ეთამაშებით! ძალიან ცუდად დაამთავრებთ, იცოდეთ!”

სვანეთის მკვიდრი ლელა საღლიანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„მამის ნაამბობიდან ვიცი. ერთხელ ლაგურკას ანუ კვირიკეს ეკლესიას (დიდება მის სახელს) უცნობი სტუმრები სწვევიან და ხატების დათვალიერება მოუთხოვიათ. სინამდვილეში ამ ჯგუფმა ხატები მოიპარა და გაიქცა. ვიღაცა იკითხავს, უცნობებს, როგორ ენდეთ სვანებიო. არა, ჩემო კარგებო, იმ ქურდებში ერთი სვანების ბადიში ყოფილა (ციხე, ყოველთვის შიგნიდან ტყდება). საშინელი ქარბუქი დაწყებულა, ინგრეოდა თურმე ყველაფერი. ლაგურკაში დარისხებულმა ზარებმა, ფეხზე დააყენა კალელები. სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულ განძს, სამი დღე-ღამე იარეს მძარცველებმა ტყეში და უკვე სამშვიდობო ადგილზე როცა ეგონათ გასული თავი, ისევ კვირიკეს ეკლესიის ეზოში აღმოჩნდნენ. ხალხმა ისინი ჩაქოლა!
ამით რისი თქმა მინდა, ჩვენ თუ ისეთი უძლურნი აღმოვჩნდით, თუ ვერ დავიცავით ჩვენი წალკოტი, ვერ დავიცავით სულიერება, (სვანეთი-სულიერებაა, ის არ არის უბრალოდ, მხოლოდ კუთხე) თუ ვერ დავიცავით წინაპრების დანატოვარი განძთსაცავი, თუ ვერ მივუჩინეთ შინაურ მოღალატეს თავისი ადგილი, მაშინ იცოდეთ, რომ მთები და ხატები დაიწყებენ ბობოქრობას და ისინი მოსთხოვენ სვანეთის მტრებს პასუხს. დიახ, მტრებს!!!

გეგმა, რომელიც არსებობს გამიზნული მტრობაა და სვანეთის განაგურებას ემსახურება. მოგიწოდებთ ჩემო მეგობრებო, შემოუერთდით თქვენი ხელმოწერით სვანეთის გადარჩენის აქციას.

“დედამიწის ცოდვა მქონდეს, თუ ვტყუოდე”! -ასე იფიცებდა ხატის წინ ჩემი წინაპარი. ასე დავიფიცებთ ჩვენც და სვანეთს არავის საპარპაშოდ არ გავხდით. შინაურ გამყიდველებს კი ვიღაცამ შეახსენოს, ხატზე დაფიცების დროს კიდევ რა ხდება. წარმოდგენა არა გაქვთ რას ეჭიდებით, ვინც ამ ჰესების აშენებას ფიქრობთ. თქვენ არ იცით, როგორი გაბრაზება იციან ჩვენმა მთებმა და მდინარეებმა. დაგვანებეთ თავი!!!!
ცისა და მიწის გასაყართან დაგვაყენა უფალმა ზეცის დარაჯებად და თქვენ ვერ გვაიძულებთ იქაურობის დატოვებას!
მოშორდით სვანეთს თქვენი მოსყიდულ სვანებიანად!!!!!!!!

ფულზე სულის მიმყიდველებს კი შევახსენებ, სვანეთს ნუ ეთამაშებით! ძალიან ცუდად დაამთავრებთ იცოდეთ!

მამაჩემის ლექსში ერთ სიტყვას შევცვლი (ვიცი,მაპატიებს მისი სული) და ისე დავამთავრებ:
“არავინ გაბედოს სვანეთის ხელყოფა,
კვლავ აკივლდებიან კვირიკეს ზარები”

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close