რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ფრთხილად, ქალაქში მკვლელი დადის

    ადვოკატი ლელა ბჟალავა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ამ დროს გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას ეხმიანება და აცხადებს:

_ ხალხო, ხედავთ, რამდენი საგზაო შემთვევა ხდება? გასკდა გული, აღარ შემიძლია. ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება მძღოლების სიმთვრალეს. მთვრალი ადამიანი საჭესთან არის ჩამოყალიბებული მკვლელი, ამიტომ  დაიჭირეთ, ჩამოართვით მართვის მოწმობა, დასაჯეთ მკაცრად და ამით გადაარჩინეთ უდანაშაულოთა სიცოცხლე.

საზოგადოება ამ ამბავს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ამბობენ, ავარია  შემთხვევითობაა , მძღოლს ხომ არ უნდოდა, გაუფრთხილებელი ბრალიაო. დამნაშავის მხარე საპროცესო გარიგებას მოითხოვს, ეძებს შუამავალს გარდაცვლილის ოჯახთან დასაკავშირებლად, რათა გული მოუთბოს მათ და არ უჩივლონ, დაკრძალვის  ხარჯების ასანაზღაურებას ჰპირდება.

ყველა ერთად დავფიქრდეთ, მთვრალი მძღოლის დაუდევარმა ქმედებამ ადამიანს სიცოცხლე მოუსპო, ამის პატიება როგორ შეიძლება? განგაშია ასატეხი: ქალაქში მთვრალი, მკვლელი მძღოლია, გაამკაცრეთ კანონი, დასაჯეთ სამაგალითოდ, სხვამაც იგივე რომ  არ გააკეთოს!  მანქანების გაჩერება ტროტუარებზე აკრძალეთ; მოქალაქეები გადავიდნენ მხოლოდ ზებრა-გდასასვლელებზე,  ყველა არასტანდარტული პანდუსი, რომელიც ეტლით მოსარგებლეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის, გამოასწორეთ და შეაკეთეთ, ქალაქში მოძრაობა გახადეთ ლაღი და ხალისიანი.

დაფიქრდით და იზრუნეთ სხვის სიცოცხლეზეც. როცა ალკოჰოლურ სასმელს სვამთ და საჭესთან დაჯდომას აპირებთ, დაფიქრდით. სხვასაც ისე უნდა სიცოცხლე, ცხოვრება, როგორც ეს თქვენ გინდათ, ნუ შეწყვეტთ სხვისი ცხოვრების ისტორიას! ნუ გახდებით მკვლელი!

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close