რედაქტორის გვერდისაზოგადოება

,,ფრთხილად გაისროლე, უგანათლებისმინისტროდ არ დავრჩეთ და მთლად არ დავიღუპოთ…”

,,sos!!!!
 დამთავრდა სადღესასწაულო ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ?” ის 11000 გოგო და ბიჭიც ხომ რუსთაველის ქვეყნიდანაა წელს საატესტატო გამოცდა რომ ვერ ჩაუბარებიათ, 11000 ოროსანი გვყავს თურმე, 12 წელიწადი ტყუილად რომ უვლიათ სკოლაში – მინიმალური ზღვარი რომ ვერ გადალახეს და ამ დროს მასწავლებლები, სკოლის პატივცემული ” დატრენინგებული” დირექტორები რას აკეთებენ?
 ჩვენ ხომ იმ ქვეყნიდანაც ვართ, სადაც დაწერეს-” ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილიო?”, ხომ ამ ქვეყანაში დაწერეს – “შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო?”. ხომ ამ ქვეყანაში ხდება – განათლების ზღაპრული მინისტრი ზღაპრის გმირებს რომ დასდევს და ამუნათებს? დღეს კი უბრძანებია პატ, მინისტრს- ვეფხისტყაოსანია ჩვენი ტანკიც და ზარბაზანიცო. ფრთხილად გაისროლეე, “რიკოშეტი” არ მოგხვდეს, უგანათლებისმინისტროდ არ დავრჩეთ და მთლად არ დავიღუპოთ…
დღესასწაულების რა მოგახსენოთ, მაგრამ, სასწაულ დღეში კი ვართ, მგონი!!! განათლების პოლიტიკა დეპოშიააა!!!
( სერიიდან- ვააააი, ჩვენს პატრონს!): _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ნინო კვაჭანტირაძე.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close