რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ფოტო სესიები საფლავებზე _ გადავრიოთ მსოფლიო საკუთარი ადათ-წესებით

სასაფლაოებზე ხალხმრავლობაა. ხალხი თავისი მიცვალებულების საფლავებზე რომ მივიდეს, ბევრგან კილომეტრებს ფეხით გადის. გზებზე ავტომანქანების საცობებია და სასაფლაოებთან გასაჩერებელი ადგილები აღარაა. საფლავებთან სუფრები დილიდანვეა გადაჭიმული და მთვრალი ადამიანებიც უკვე ხორხოცობენ. ჭიქით ხელში იხსენებენ გარდაცვლილებს და გაიზახიან: ეს საჭმელი უყვარდა- ის საჭმელი უყვარდაო და სწორედ ამ კერძებს სთავაზობენ საფლავებზე მიპატიჟებულ სტუმრებს.

სოციალურ ქსელშიც უკვე გამოჩნდა საფლავებზე, მარმარილოს ქვებთან გადაღებული სელფები და ფოტოსურათები. გასულ წელს სასულიერო პირები მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ საფლავებზე ქეიფი და დროსტარება არ არის მიღებულიო, თუმცა ეს რომ არავინ სეისმინა, ფაქტია. უარესი გააკეთეს და იმის საშიშროებაც გაჩნდა, ამ ახალი ,,ინიციატივით” დიზაინერები ან ფოტოგრაფები არ გაინტერესდნენ. მოდელებს თივის ზვინების ნაცვლად, საფლავებზე ფოტოსესიები არ მოუწყონ და სულ არ გადარიონ მსოფლიო საკუთარი ,,ადათ-წერებით”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close