საინტერესო

ფოტოგრაფის რჩევები მათთვის, ვისაც სურს ქორწილის ფოტოები ლამაზი გამოვიდეს

ქორწილში ყველა დეტალის გათვალისწინება მნიშვნელოვანია! პატარძლები წინასაქორწილო სამზადისში ნერვიულად ზრუნავენ ყველა წვრილმანზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა საკითხს. ყველას სურს რომ მისი ქორწილი იყოს განსხვავებული, ზღაპრული და იდიალური… საოცნებო დღის დაგეგმვის დროს კი მრავალრიცხოვან წვრილმან საკითხებში შეიძლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დაგრჩეთ უყურადღებოდ. გთავაზობთ ფოტოგრაფ გიორგი ტორონჯაძის საქორწილო რჩევებს, რომელსაც სოციალურ ქსელში წერს:

1. თმა ყოველთვის გაგვიანებს და მაკიაჟი (ჩაეწერეთ სასურველ დროზე 30-40 წუთით ადრე)
2. მეჯვარეს ყოველთვის აგვიანდება ბუკეტის მოტანა (თქვენ გაიარეთ “ბუკეტზე”)
3. ჯვრისწერის ფოტოები ბნელია ( თუ მამაო არ გყავთ რომელიმე ეკლესიაში აირჩიეთ ისეთი რომელიც ნათელია, მაგალითად : მამა დავითი ან სიონი )
4. “აუ ფატა არ მიხდება ჯვრისწერის ფოტოებში” არაა აუცილებელი სახეზე ჩამოიფაროთ , დაიმაგრეთ “კოსაზე”
5. ლიმუზინი (არაკომფორტული , ყველგან დააგვიანებთ! )
6. მაკიაჟი და თმა გაიკეთეთ გამოცდილ ვიზაჟისტთან , თუ ცუდი მაკიაჟია ჩვენ ფოტოშოპით ვერ გიშველით
7. თაიგული არასოდეს მიიტანოთ ცხვირთან და ზევით არ აწიოთ , ფოტო არ გამოვა ან უბრალოდ არ გადაგიღებთ.

ფოტოგრაფი და ვიდეო ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანები არიან ეს რჩევებიც მათზეა :

1. არასდროს არ უთხრათ ფოტოგრაფს როგორ გადაგიღოთ რა კუთხიდან , თვითონ თქვენზე კარგად იცის !

2. ფოტოგრაფს სახელი ქვია და “ფოტო-ვიდეო სადმე ჩასვით ” არაა სწორი

3. არასდროს კითხოთ : “ფოტო ხო კარგია?” ყველა გეტყვით რომ კარგია

4. არ უთხრათ : “აუ მაღალი და გამხდარი გამომაჩინე რა ”

5. თუ გინდათ სტუმრების ფოტოებიც აუცილებლად დაიქირავეთ მეორე ფოტოგრაფიც , ჩვენ სიძე-პატარძალზე ვმუშაობთ იმიტომ რომ ეს თქვენი დღეა !

6. ყველაზე მთავარი რესტორანში რო მიხვალთ ჩვენც ადამიანები ვართ და გვშივდება ხოლმე დღის მანძილზე და “უი თქვენც უნდა დაგსვათ” “აუ გშიათ?” ტეხავს უბრალოდ (ჩამილაგებია წავსულვარ ქორწილიდან ამის გამო და ფულიც არ ამიღია და კიდე ვიზავ გაითვალისწინეთ)

7. წინასწარ გაფრთხილებთ ხოლმე რო 10 ზე დაჭრილი უნდა იყოს ტორტი და თაიგული ნასროლი , 10 ნახევარზე გახსენებთ ხოლმე ამას და მაინც 10 ზე იწყებთ ამ ყველაფრის მზადებას და ამ დროს ტორო უკვე ტაქსში ზის და სახლში მიდის ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close