რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

,,ფირცხალავა ცდილობს, სასამართლო საკუთარ პროფესიონალიზმში და უდანაშაულობაში დაარწმუნოს”

ჟურნალისტმა, ნინო მიქიაშვილმა დღეს, რამდენიმე საათის წინ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

_ ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. კორტების საქმეზე დასკვნით სიტყვას ამბობს ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა. რიგში დგას გიორგი ცააძე. ფირცხლავამ ლაპარაკი დაიწყო 2:49-ზე. თქვა ოთხი საათი დამჭირდებაო. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ უთხრა, ხუთამდე შეგიძლია ილაპარაკო, მერე სხვა პროცესი მაქვსო. დარბაზში სიწყნარეა. ზონდერები არ ჩანან, არც ტელევიზიები არიან. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები წინანდელივით არ იწყევლევიან-იგინებიან. აქ არის იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი, ნათია ფირცხალაიშვილი (რომელიც თითქმის ყველა სხდომას ესწრება) და აქ ვარ მე, რომელიც დროდადრო ვახერხებ ამ საქმის განხილვაზე დასწრებას.

 ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მიმალვაში თუ ძებნაში მყოფი გრიგოლ კვინიკაძის ადვოკატმა, ლევან დავითაიამ უკვე წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ცამდე მართალიაო. ახლა ფირცხალავა ცდილობს, სასამართლო საკუთარ მაღალ პროფესიონალიზმში და უდანაშაულობაში დაარწმუნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close