საზოგადოება
,,პრეზიდენტს ეყო თავხედობა, მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე”
,,სალომე ზურაბაშვილს უფიქრია, რომ მისი მოქალაქეები უშაქრო ჩაით ხვდებიან ახალ წელს?"

შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის მიწვევაზე უარს ამბობს
,,დღეს პრეზიდენტს ეყო თავხედობა მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე. რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა, გვაქვს შეკითხვები იმ პირთან, რომელსაც ევალება სახელმწიფოში მოქალაქეთა დაცვა – მისი მოქალაქეების უშაქრო ჩაით ხვდებიან ახალ წელს და თუ უფიქრია ამაზე? თუ უფიქრია იმაზე, რომ იგი პრეზიდენტად დანიშნა რუსეთის ოკუპანტმა პრეზიდენტმა და რუსმა ოლიგარქმა? თუ უფიქრია იმაზე, რომ მისმა წინაპრებმა პარიზში შეჭამეს საქართველოს დროებითი მთავრობის მიერ გატანილი 230 ყუთი საგანძურიდან რამდენიმე ყუთი, საიდანაც დაბრუნდა მხოლოდ 38 პაკეტი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ?“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.