საზოგადოება
ვის გადაუხადა დახმარებისთვის მადლობა ნინო ლომჯარიამ
,,მე კი მინდა, მადლობა გადავუხადო გოგოს, რომელიც არ ჩანდა..."
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სააკაშვილისთვის კვალიფიციური მედიკოსების ჯგუფის სემქნისთვის მადლობა გადაუხადა გერმანიაში მოღვაწე ექიმს, თითოეულ ექსპერტს და სახალხო დამცველის უწყებაში დასაქმებულ ადამიანებს გადაუხადა.
,,ათასობით ადამიანი გვიხდის მადლობას ამ დღეებში, მე კი მინდა მადლობა გადავუხადო გოგოს, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ, მისი დამსახურებაა, რომ რამდენიმე საათში შევძელით ასეთი უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა! მინდა იცოდეთ, რომ ეს გოგო გერმანიაში მოღვაწე ექიმი Nino Natsvaladze-ა! ნინო, მადლობა რომ ხარ, მადლობა რომ შენი გრაფიკის მიუხედავად თავდაუზოგავად მეხმარებოდი, რომ ეს ჯგუფი შემდგარიყო, მადლობა გაწეული რეკომენდაციებისთვის!
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ ექსპერტს, თქვენთან ერთად მუშაობა ჩემთვის პატივი იყო! მადლობა Mamuka Machaidze, რომელიც ამერიკიდან გვეხმარებოდა!
მადლობა ჩემ არაჩვეულებრივ გუნდს! თქვენ გარეშე ვერაფერს შევძლებდი! Gio Burjanadze გვანცა ჩხაიძე Saba Brachveli Ani Tamazashvili და ყველას, უკებლივ ყველა თანამშრომელს, ამ დღეებში გაწეული თანადგომისთვის!” _ აცხადებს ნინო ლომჯარია.