სხვა
,,ფახლავა” ფენოვანი ცომით
ნამცხვარი ,, ფახლავა” ფენოვანი ცომით
.
მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:
6 ცალი კვერცხი, 2,5 ჭიქა შაქარი 200 გრამიანი ჭიქით, 500 გრ მარგარინი, 1ს/კ არაყი, 1ს/კ ძმარი, ვანილი, 1ჩ/ჭ წყალი 250 გრამიანი ჭიქით, 300 გრ მიწის თხილი (მოხალული და დაფქული), 100 გრ ქიშმიში, ფქვილი რამდენსაც შეიზელს.
მომზადება: 2 კვერცხის გული გადავინახოთ ზემოდან მოსასმელად გამოსაცხობად გამზადებულ ნამცხვარზე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 3 კვერცხის გული, დავუმატოთ 1ს/კ არაყი, 1ს/კ ძმარი, 1 ჭიქა წყალი, 50 გრ მარგარინი (500 გრამიანს ჩამოვაჭრათ) და ფქვილი, მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი კარგად. გავყოთ 3 ნაწილად გავაბრტყელოთ თითოეული ფენა ცალ-ცალკე.
დარჩენილი მარგარინი გავყოთ 6 ნაწილად და 3 ნაწილი წავუსვათ გაბრტყელებულ ფენებს, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში 30 წთ, გამოვიტანოთ ისევ წავუსვათ დარჩენილი მარგარინი სამივე ფენას, ცალ-ცალკე დავკეცოთ და ისევ შევინახოთ მაცივარში. მესამეჯერ ცომს ისევ გამოვიტანთ მაცივრიდან დავკეცავთ და ისევ შევინახავთ მაცივარში, 2 საათის შემდეგ გამოვიტანთ ერთ ნაწილს გავაბრტყელებთ და გამოვაცხობთ. ეს არის ფახლავის შუა ფენა, შემდეგ კი ავაწყობთ ფირფიტებს გამოსაცხობ დაფაზე.
შუაში თავსდება გამომცხვარი ფენა, პირველ ფენას გავაბრტყელებთ, წავუსვამთ ათქვეფილი ცილის გულსართს (6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ 2,5ჭ შაქარი, 2 ჭიქა მოხალული მიწის თხილი და ერთი ჭიქა ქიშმიში) დავადებთ გამომცხვარ ფენას, წავუსვამთ დარჩენილი გულსართის ნახევარს. დავადებთ დარჩენილ გაბრტყელებულ მესამე ფენას. გადმოვკეცავთ, დავჭრით, გადავუსმევთ დარჩენილ კვერცხის გულს და გამოვაცხობთ 200 გრადუსზე, სანამ კარგად არ შეწითლდება. ზემოდან მოვასხათ სიროფი (1ჭ შაქარი და ნახევარი ჭიქა წყალი, დავამატოთ თაფლიც) – ნინო ხარებავას რეცეპტი.