პოლიტიკარედაქტორის გვერდი

პეტერბურგის მეტროსადგურში ხელყუმბარა იპოვეს

სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის სადგურზე “პრიმორსკაია” მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებული ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მეტროსადგური “პრიმორსკაია” შემოწმების მიზნით დახურეს.

“ნივთის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ის РГ-42 ტიპის ხელყუმბარაა. ასაფეთქებელ მოწყობილობას თანამედროვე ფალია გააჩნია, მასში ტროტილი არ აღმოჩნდა”, – აცხადებენ რუსულ მედიასთან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერორისტული აქტი განხორციელდა. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტული აქტი ყირგიზული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე თვითმკვლელმა აკბარჟონ ჯალილოვმა განახორციელა. ტერორისტი 23 წლის იყო.

ტერორისტული აქტის შემდეგ ქალაქში პანიკა შეინიშნება. სანქტ–პეტერბურგში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close