„გადაცემა „მემკვიდრეობაში”, კვირას, 26 მარტს, 21:30 წუთზე მედია-კავშირ „ობიექტივის” მაყურებელი უნიკალურ ვიდეოკადრებს ნახავს – ესაა 1990 წელს რეჟისორ გიორგი ხაინდრავას გადაღებული ვიდეოკადრები – თბილისის აეროპორტში მრავალჟამიერისა და გალობის ფონზე დგანან ადამიანები თეთრი და წითელი მიხაკებით ხელში, სითბოთით და სიყვარულით სავსე ელოდებიან უწმინდესის და უნეტარესის გამოჩენას, რომელსაც კონსტანტინოპოლიდან ჩამოაქვს დოკუმენტები, რომელსაც „ქართველი ერი ათას ხუთასი წელი ელოდა”…

  ამ კადრებს ბევრჯერ ვუყურე და ვერცერთხელ ცრემლის გარეშე, რადგან უაღრესად ემოციური და ამაღელვებელია.

ჩვენმა უწმინდესმა კონსტანტინოპოლიდან თბილისში 1990 წლის მარტის პირველ რიცხვებში (4 ან 5 მარტს) ჩამოიტანა ორი სიგელი – საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების შესახებ და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქის – დიმიტრიოსის განჩინება, საქართველოს უწმიდესი ეკლესიის საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით პატივდების შესახებ, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში“ _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ამ ვიდეოკადრების ფოტოებს თან ურთავს.

.

.

.

კომენტარები
Загрузка...