საზოგადოება

,,უმწეოს სტატუსი გამიუქმეს, გაზი გამომირთეს, სტუდენტ შვილს აკადემიური ავაღებინე…” _ გამწარებული დედის წერილი

  უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა წერილი გვაჩვენა და სანამ მას გავეცნობოდით, გვითხრა:

_ აი, რა მომწერა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ, გამწარებულმა დედამ… ხელისუფლებას რომ ჰკითხოს ადამიანმა, ააყვავეს ქვეყანა… ნახეთ, წაიკითხეთ… ბავშვს სწავლა უნდა და ბატონი ჯეჯელავა ამტკიცებს, ცნება ,,სტატუსშეჩერებული სტუდენტი” ხელოვნურიაო.

ასე ვკარგავთ თაობებს. ვისაც მართლა სწავლა სწყურია, არ უნდა დავუნგრიოთ მომავალი ფინანსური მდგომარეობის გამო, მაგრამ ასეთი ბავშვები რომ დააფინანსონ, პრემიებისთვის და დანამატებისთვის ხომ აღარ დაგრჩებათ მილიონები?!

ახლა კი გაჩვენებთ წერილს, რომელიც  ერთ-ერთმა ქალბატონმა მომწერა:

,,მოგესალმებით, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით გწერთ ამ წერილს. სოციალურის სტატუსი დიდი ხანია გამიუქმეს, ჩემი შვილი სტუდენტია, თუმცა აკადემიური გვაქვს აღებული. არადა, მართლა ძალიან უნდა სწავლა. ყოველგვარი მომზადების გარეშე მოეწყო და დაბალი ქულებიც არ ქონდა, მაგრამ უფასოზე არ ეყო შესაბამისი ქულები.

 თუ შეგიძლიათ რაიმე სახით დახმარება, უკვე მეშინია განცხადების ხელახლა შეტანა, არადა, ჩვენმა დეპუტატმა რომ გადარეკა ჯანდაცვაში, ძალიან დაბალი ქულები ეკუთვნისო, ასე უთხრეს, მაგრამ რამდენჯერაც გავასაჩივრე, უფრო ამიწიეს ქულები. ეხლა დავიწყე მუშაობა მაღაზიაში 12 ლარად დღეში. გაზი გამომირთეს, რადგან 6 თვის დავალინება მაქვს, მარტოხელა დედა ვარ და მოკლედ, ჩიხში ვარ მოქცეული.”

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close