კატეგორიის გარეშე

„უმორჩილესად ვთხოვთ ილია მეორეს, საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად დატოვოს მეუფე პეტრე“

საპატრიარქოს ტელეკომპანიის თანამშრომლები პატრიარქს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას დატოვების თხოვნით მიმართავენ. შესაბამისი განცხადება გაავრცელა „ერთსულოვნებამ”:

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორობის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია ერთსულოვნება დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია ერთსულოვნების განვითარების საქმეში მომავალშიც დაფასდება.

უმორჩილესად ვთხოვთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე“, აღნიშნულია საპატრიარქოს ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close