11 ივნისიდან უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტის მქონე უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტების სავიზო ვალდებულების გარეშე განხორციელებას.

უკრაინამ ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღო. ორგანიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში პროცესის გაჭიანურების მიზეზად შიდა ინსტიტუციონალურ მოლაპარაკებებს ასახელებდა. თუმცა იყვნენ ორგანიზაციის ისეთი წევრებიც, რომლებისთვისაც კორუფციის წინააღმდეგ უკრაინაში გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ იყო.

კომენტარები