მსოფლიო

უკრაინამ ვირუს Petya-სთან რუსული სპეცსამსახურების კავშირი დაადგინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამომძალველ ვირუს Petya-სთან რუსული სპეცსამსახურების კავშირი დაადგინა. ამის შესახებ BBC უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ვირუსი Petya 27 ივნისს გავრცელდა და მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნების კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები დააზარალა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათი დასკვნები უკავშირდება მონაცემებს, რომლებიც საერთაშორისო ანტივირუსული კომპანიებისგან მიიღეს. აღნიშნული მონაცემებით გაირკვა, რომ ფულის გამოძალვა მასშტაბური კიბერთავადასხმის მთავარი მიზანი არ იყო.

როგორც უწყებაში მიიჩნევენ, ჰაკერების ქმედება უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კიბერთავადასხმებთან იგივე ჰაკერული დაჯგუფებები არიან დაკავშირებულები, რომლებმაც გასულ წელს უკრაინის ფინანსთა სისტემა დააზარალეს.

იმედი ნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close