რედაქტორის გვერდისაზოგადოება

„უდროო ობლობისგან დაიცავი ჩვენი შვილები, ღმერთო!“

დღეს მორიგმა ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა, ის ავად სახსენებელი არ გაზრდილა. 30 ში ლონდონში მივდივართ 10 დღით, ამდენი ხნის მონატრებული შვილების სანახავად. შალვა, 14 წლისაა და ერთი სული აქვს სანამ დამეტოლება, წინა ჩასვლაზე მხოლოდ ერთი სანტიმეტრითღა ვუსწრებდი. ახლა კი მეუბნება , „უკვე გაგისწარიო”. ჩემთან ფეხბურთის სათამაშოდ (ჩვენი საყვარელი გართობა იყო) ემზადება. ის არ იცის, რომ ძველებურ ფორმაში ვეღარ ვარ. რაღაც უნდა მოვიმოქმედო თავი რომ არ შევირცხვინო. ბიჭებს რომ მამა ყველაზე უძლეველი ჰგონიათ, იმ ასაკშია ჯერ კიდევ. ნეტავ ასე იყოს და ეს სიმსივნეც ღვთის შეწევნით დაემარცხებინოს მამამისს. ჩვენი ყველას შვილების გამარჯვებისა იყოს, უდროო ობლობისგან დაიცავი ისინი, ღმერთო!თქვენ რას დამაბარებდით მათთან ? ჩემო ძვირფასებო!” – წერს გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close