სამართალი და კრიმინალი

უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე – სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის- ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათავამი.
“ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.” ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close