,,ადამიანი სუსტი ნებისყოფის გამო ეშმაკის მახეში ებმება და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება.  გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები. ემონები რჯულს, საქმით კი ცოდვით რჯულს. არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. მის ასოებში, სხეულის ნაწილებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვილს, სჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ.

თითოეული ჩვენგანის სჯული ასპარეზია კეთილისა და ბოროტის ბრძოლისა. უფროს სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს. არიან ისეთებიც, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს. ისინი ადვილად არ თმობენ პოზიციებს. ზოგიერთები კი საერთოდ ვერ ცნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან. ანტონ დიდი ამბობს, ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასდროს შეიმეცნებს უფალს” _ საქართველოს პატრიარქი – ილია მეორე.

კომენტარები
Загрузка...