ჯანდაცვა

,,იაშვილში მითხრეს, ბავშვს თუ რამე აქვს ცხვირში, არ გადაიხდით, თუ არა, იხდით 125 ლარსო”

       სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფიში ექიმის კონსულტაცია გაძვირდა და ის ღირს 125 ლარი, სტაციონარის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და სინამდვილეს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც თავად გადახდათ იაშვილსა თუ სხვა კლინიკებში.

  სანდრო ქრისტი დაჩი: მართალია. 3 თვის წინ მომეწამლა ბავშვი, სასწრაფომ გადაგვიყვანა და ასე გვითხრეს, რომ თუ არაფერი სჭირდება ბავშვს – ანალიზები ან რამე და ექიმმა გაგიშვა მხოლოდ კონსულტაციით, 125 ლარი გექნება გადასახდელიო.

   Anu Na: გუშინ მივიყვანე ბავშვი გადაუდებელში, მხარი მიარტყა ლოგინს და იტკივებდა. გამაფრთხილეს, ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, აშკარად არაფერი სჭირს ბავშვსო. 125 ლარზე ცოტა მეტია მგონი.

  Nuu Ccaa: ჟვანიაში მივიყვანე თავიდან. მითხრეს, აქ არ გვყავს ნერვოლოგი, იაშვილში წადითო. მერე წავიყვანე იაშვილში. ახლა წარმოვიდგინე სიტუაცია, სხვაგან რომ აარ გიღებენ და იაშვილში კიდევ ამხელა თანხაა გადასახდელი და სხვა გზა არ გაქვს.

Cici Amiranashvili: პოლიკლინიკებშიც ფასიანი გახდა რაღაცეები. ორთოპედთან კონსულტაცია 33 ლარია.

 Asmati Asmati:   რას აკეთებენ, ნორმალურები არიან? ისედაც გაჭირვებულ ხალხს, კიდევ ეს უნდა? ღმერთო, გვიშველე.

Tamta Tvaradze:  1 მარტიდან ალერგიებს აღარ აფინანსებენ. ურტიკარიით გადავიყვანე 2 კვირის წინ ,,ამტელ ჰოსპიტალში” და ფასიანი იყო. მალე სასწრაფოს გამოძახებაც ისევ ფასიანი გახდებაო და ეს რამდენად სწორი ინფორმაციაა, არ ვიცი.

  სრული ბედნიერებისთვის ეგღა გვაკლდა, მაგხელა ფასები დაედოთ. ისე ხომ ცოტას ჭამენ და რა ამბავია 125 ლარი?

Natia Afxazashvili: ერთხელ დამჭირდა გადასხმებზე მიმეყვანა ბავშვი, მაღალი სიცხე ჰქონდა და რომ მივიყვანე, ლამის ნახევარი საათი მიმღებში გვაყურყუტეს და ადგილები არ გვაქვსო, მერე მითხრეს. წამოვედი და ,,ამტელ ჰოსპიტალში” მივიყვანე. ისე მიგვიღეს, მაშინვე  დაუდგეს ბავშვს სისტემა და რაც სჯირდებდა, ყველაფერი გაუკეთეს. ღმერთმა არასოდეს დამაჯირვოს და ისე მომეწონა ამათი მომსახურება, აღარასოდეს გავიხედავ იაშვილისაკენ.

Tatuka Kifshidze: 12 მაისს ვიყავი და კონსულტაციაში, სისხლის ანალიზში 125 ლარი მოგვთხოვეს. თან, არ დაგავიწყდეთ, სასწრაფომ გადაგვიყვანა.

Linda Gabichvadze: გამოდის, 125 ლარი თუ არ მაქვს და ბავშვი საშინელ დღეშია, არ უნდა მიმესვლებოდეს  ექიმთან? ვისაც უჭირს მატერიალურად, იმან რა უნდა ქნას, არ ვიცი. ხალხი უნდა ამოწყდეს?

Linda Gabichvadze: რამდენ ადამიანს დახმარებაც მოუხსნეს გადაუდებელზე, დაფინანსება შეწყვიტეს…გული ლამისაა გასკდეს რა!

Maia Jankarashvili: დეზერტირის ბაზრის ფასები უფრო რეგულირებადია, ვიდრე სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაციის.

Sali Aduashvili: უსინდისოები! 125 ლარი ცოტაა, პარკინგიც ფასიანი რომ არ იყოს? საავადმყოფოს ეზოში შესვლა 2 ლარი ღირს. ლამისაა ტყავი გაგვაძრონ ნამუსგარეცხილებმა.

ხათუნა მარდალეიშვილი: დიაგნოზს ხომ სწორად გებულობდნენ და… გადაიხდი შვილის გამო 125 ლარს, მაგრამ მაგასაც რომ ვერ ახერხებენ სწორად დაუსვან დიაგნოზი და უმკურნალონ?

ნათია ბრეგაძე:  სულ რაღაც 1 თვის წინ მოგვიწია იაშვილის გადაუდებელში მისვლა, ბავშვმა მითხრა, რომ ცხვირში რაღაც შეიდო, მაგრამ იმდენად ღრმად ჰქონდა, არ ჩანდა. იაშვილში მაშინვე გამაფრთხილეს, თუ მართლა აქვს რამე, უფასო იქნება, თუ არ აღმოაჩნდა, იხდით 125 ლარსო. გამიჩნდა კითხვა, რაში გადავიხადო 125 ლარი, უბრალო კონსულტაციაში? წამოვიყვანე ერთ- ერთ კერძო, საკმაოდ ცნობილ კლინიკაში, სადაც 40 ლარი გადავიხადე იგივე მომსახურეობაში.

  125 ლარი არის სასწრაფო გადაუდებელის მომსახურება, რომელიც 190 ლარამდეც შეიძლება გაიზარდოს. გააჩნია, რა დაჭირდება ბავშვს. შედის სისხლის ანალიზი, რენდგენი და ა.შ. მე პირადად ბავშვი მოვათავსე უცხო სხეულით ცხვირში, კლინიკაში პირდაპირ მითხრეს, თუ აღმოჩნდა რამე, უფასოა, თუ არა, მაშინ იხდით 125 ლარსო. ჩავეძიე, რა შედიოდა ამ ფასში და მითხრეს, სისხლის ანალიზი, რენდგენი და ა.შ. მე ვუთხარი, რომ მსგავსი რამე ჩვენ არ გვჭირდებოდა, გვინდოდა კონსულტაცია ოტოლარინგოლოგის… უბრალოდ კონსულტაციაში უნდა გადამეხადა 125 ლარი და იგივე მომსახურებაში სხვაგან 40 ლარი გადავიხადე.

Ani Xucishvili: არ არის ტყუილი ხალხო, მართალია. სოციალური გვაქვს, ბავშვს წელი სტკიოდა ისე, რომ ვერ ჯდებოდა. პარასკევი იყო, დაახლოებით 8 საათი და მითხრეს, 125 ლარი გადაიხადე და შეხვალთო. მხოლოდ მოტეხილობაზეა უფასო, ან სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა როცა არის. 3 რაღაცაზეა მხოლოდ უფასო.

  ეს მა: იაშვილში არ ვიცი, მაგრამ ინგოროყვაში მეც გადავიხადე 125 ლარი თერაპევტის კონსულტაციაში.

Nata Amashukeli:  მასტოპათია მაქვს. 100 დოლარი დამეხარჯა ერთ ვიზიტზე. შევედი შემთხვევით სხვა თემაზე გინეკოლოგთან და რომ ვუთხარი, ეს წამალი დამინიშნა მამოლოგმა-მეთქი, არ გიშველის მარტო ეგ წამალიო. ფული ურცხვად აიღო იმ უნამუსო მამოლოგმა და არასწორი მკურნალობა დამინიშნა. დღეს ისევ სამკურნალო ვარ.  მის დაჯღაბნილ წამალში კი 100 ლარი ცალკე გადავიხადე და რაა მერე?

Mancho Tsagurishvili: ბარემ ცოცხლად დამარხონ ეს ხალხი. რა ხდება ხალხო, ისედაც გული მიკვდება, ამდენი პატარა სიკვდილს ებრძვის და ახლა კიდევ გააძვირეს. სირცხვილია, ღმერთის არ გწამთ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close