პოლიტიკარედაქტორის გვერდი

სამტრედიაში რომ დაიქირავებენ მოტირალ ქალბატონებს, ისე კიოდით- ნათელაშვილმა კვესიტაძე მიჯირყვნა

გადაცემა ,,აქცენტებში” მიწვეული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გააღიზიანა წამყვანის დასკვნამ: ,,ბატონო შალვა, ე.ი. თქვენს ულტიმატუმს შედეგი არ მოჰყვება და თქვენი ბოიკოტიც არ იქნება ქმედითი”. შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტებმა საკონსტიტუციო კომისიას ულტიმატუმი წაუყენეს. თუ 24 საათის განმავლობაში მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, ისინიც დატოვენებ სხვა პარტიების მსგავსად საკონსტიტუციო კომისიას. აი, რა უთხრა ნათელაშვილმა კვესიტაძეს ამ ,,დასკვნის” პასუხად:

_ არ მაცდი ეკა საუბარს, არ მაცდი, ,,ნიქსონ ცენტრში გგონიათ თავი. ხომ გახსოვთ, 2005 წელში რომ შევხვდით ,,ნიქსონ ცენტრში”, სადაც თქვენ გამოდიოდით სააკაშვილის ხელისუფლების დამცველად. მაშინ სააკაშვილი ჰყიდდა რუსეთზე ,,გაზპრომი”-ს მილს, რომელიც მე ჩავშალე. მაშინ თქვენ და ქალბატონი ბარანი, ბრაიზას მეუღლე იქ აწყობდით სერიოზულ აქციებს და აი, სამტრედიაში რომ დაიქირავებენ მოტირალ ქალბატონებს, ისე კიოდით. მერე გავარდით თეთრს სახლში და თეთრი სახლიდან მივიღე წერილი, რომ აღარ შეგხვდებით, სანამ ბოდიშს არ მოხდით, რომ მიხეილ სააკაშვილს სადამ ჰუსეინი უწოდეთო. ჩვენ ხომ ვიკამათეთ მაშინ და რაღა გვაქვს საკამათო ახლა, ვერ გავიგე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close