რედაქტორის გვერდისაზოგადოება

რატომ შეუქმნეს ბიზნესმენებს საქართველოს საზღვარზე პრობლემები?

თბილისში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის რეგიონულ კონგრესზე დასასწრებად ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები, საზღვარზე ორი საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული. ამის შესახებ განცხადება, საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გააკეთა. ფადი ასლის ინფორმაციით, თბილისში ჩამოდიოდნენ 12 ქვეყნის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები, რათა შეესწავლათ არსებული საინვესტიციო გარემო, თუმცა საზღვარზე განსაკუთრებული პრობლემები ეგვიპტის, ყატარისა და იორდანიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეექმნათ.

ფადი ასლის თქმით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დამატებით დოკუმენტაციას სთხოვდნენ. საუბარი იყო დაზღვევაზე და უკან დასაბრუნებელ ბილეთებზე. მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენებს ტელეფონის გამოყენების საშუალებაც არ მისცეს. ფადი ასლი ამბობს, რომ მან, როგორც რეგიონული კონგრესის ორგანიზატორმა აეროპორტს სტუმრების სია წინასწარ გადაუგზავნა, თუმცა ბიზნესმენებს პრობლემები მაინც შეექმნათ და მათ უკან დაბრუნებით ემუქრებოდნენ.ფადი ასლის აცხადებს, რომ შეხვედრები იყო დაგეგმილი პრემიერ-მინისტრთანაც, თუმცა ჯერ სტუმართა სიიდან თავად ფადი ასლი ამოიღეს, შემდეგ კი შეხვედრა საერთოდ გაუქმდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close